Politics
    2026-11-13 | 15:45

    როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება არ აქვთ, მათ აქვთ უფლება, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, დაიკავონ ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა – ანა წითლიძე

    როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება არ აქვთ, მათ აქვთ უფლება, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, დაიკავონ ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა – ანა წითლიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, 4 ოქტომბერს მოქალაქეებს არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ქუჩაში გამოსვლისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობების დაკავების უფლება ჰქონდათ.

    ამის შესახებ წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოსამართლის კითხვას პასუხობდა, თუ რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს.

    „მე არ ვთვლი ლეგიტიმურად ამ ხელისუფლებას. შესაბამისად, რომ მეკითხებით 4 ოქტომბერს რას უჭერდით მხარსო, ბატონო თავმჯდომარე, მე ვუჭერდი მხარს იმას, რომ როდესაც ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მარტო მე არ მითქვამს ეს, მათ შორის, აშშ-ის დეკლარაციაშიც არის და ჯეფერსონმა თქვა თავის დროზე; როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და ჩემი შეფასებაა ეს, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ“, - განაცხადა წითლიძემ.

    მისივე თქმით, ეს მისი პირადი პოზიციაა და არა პარტიის ოფიციალური პასუხი.

    წითლიძის განცხადებით, სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები კერძო საკუთრება არ არის და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ხელისუფლების მიერ მიტაცებული სახელმწიფო სტრუქტურები გაათავისუფლონ.

    „როდესაც ოკუპირებული აქვს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ. საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.