Society
    2026-11-14 | 11:39

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

    14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

    ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო დღეა ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

    სოხუმში წვიმიანი დღეა, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმაა, დღისით +9, ღამით +5 გრადუსი იქნება.

    ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ჭიათურაშიც იწვიმებს, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

    ახალქალაქში ნალექი წვიმის სახით იქნება, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 იქნება.

    ბორჯომში მზე გამოანათებს, +15 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

    მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

    ომალოშიც მზეა. დღისით 8, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

    ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

    არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    სიღნაღში მზე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

    Related Articles