Justice
2026-11-16 | 12:32
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 12 186 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 62 520 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.