Politics
    2026-11-19 | 15:13

    28 ნოემბრის აქცია ღონისძიება საქართველოს მტკიცე პროევროპული განწყობისა და ნების საჯარო დემონსტრირებად უნდა იქცეს - ვიქტორ ყიფიანი

    28 ნოემბრის აქცია ღონისძიება საქართველოს მტკიცე პროევროპული განწყობისა და ნების საჯარო დემონსტრირებად უნდა იქცეს - ვიქტორ ყიფიანი

    28 ნოემბერს ღიად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაა და რომ ევროპაც, მათ შორის, საქართველოა, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

    მისი თქმით, 28 ნოემბრის ღონისძიება საქართველოს მტკიცე პროევროპული განწყობისა და ნების საჯარო დემონსტრირებად უნდა იქცეს.

    მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, “ 28 ნოემბერს საქართველოს ევროპულ არჩევანს ხმა მისცენ თამამად და უყოყმანოდ“

    “28 ნოემბრის აქცია ღონისძიება საქართველოს მტკიცე პროევროპული განწყობისა და ნების საჯარო დემონსტრირებად უნდა იქცეს. დიახ, საქართველო ევროპაა, ეს არ არის მხოლოდ თავმოსაწონად ნათქვამი ფრაზა, არამედ ეს არის ღრმა შინაარის განაცხადი. ეს ის შინაარსია, რომელსაც ქართველობა საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და რომლისთვისაც თაობებმა, საკუთარი შრომა, გარჯა, ოფლი, ტკივილი და წვალება გაიღეს. ეს ის შინაარსია, რომელიც ჩვენ, თანამედროვე ქართველობას საპატიო და საპასუხისმგებლო მემკვიდრეობად გვერგო და სადაც ახლა ჩვენი წილი შრომისა უნდა გავიღოთ.

    საქართველო ევროპაა ჭეშმარიტად საერო, საერთო ეროვნული არჩევანია, რომელსაც არ და ვერ ექნება პარტიული კუთვნილება, და რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ დაისაკუთრებს. ეს ის არჩევნია, რაც ჩვენი ქვეყნის რეალურად ეროვნული და ერ სახელმწიფო დამკვიდრების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის შესაძლებლობაა, რომლის რეალობად ქცევაც საქართველოს თითოეულ მოქალქეს ხელეწიფება, ევალება და თითოეულის ინტერესშია. ამ ინტერესსა და მოვალეობაში მთლიანი ქართული საზოგადოება ერთიანი და ერთსულოვანი უნდა იყოს. პარტიული და პოლიტიკური აფილაციისა თუ სიმპატიის მიუხედავად. 

    საქართველო ევროპაა სწორედ ის ცივილიზაციური არჩევანია, რასაც საჯარო მოხელეთა თაობები ემსახურებოდნენ. ემსახურებიან დღეს იქ, სადაც და რამდენადაც მოქმედებითაა შესაძლებელი, ხოლო იქ, სადაც მოქმედებით ჯერჯერობით შეუძლებელია, მრწამსითა და მოქმედების გააზრებული მზადყოფნით. ეს ის არჩევნია, რომლის რეალიზება პოლიტიკურ აქტში დაგვირგვინება არ და ვერ იქნება ვინმეს მხრიდან მეტიჩრობის, ან ბინმეს მიმართ თავმოწონების უსარგებლო, ან პროპაგანდისტული სავარჯიშო. ეს ხომ ის მეტად პრაქტიკული გზა და საშულებაა, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, და უსაფრთხოების საერთო ერთიან სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი გაწევრების შემთხვევაში, აასმაგებს ჩვენსავე ეროვნულ, სუვერენულ, პროქართულ განაცხადს მეტ კეთილდრეობასა და უსაფრთხოებაზე.  სწორედ ამიტომ, 28 ნოემბერი, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის მხრიდან, მისი პროევროპული ურყევი ნებისა და მაშასადამე, პროქართული მტკიცე განწყობის დღედ უნდა იქცეს. 28 ში ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ევროპაა და ევროპაც მათ შორის საქართველოა, ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. 

    შეუძლებელია, ერთმანეთისგან მათ განცალკევებას ვერც დროებით და მითუმეტეს ვერც სამუდამოდ ჩვენ ვერ დავუშვებთ.

    ამდენად ისტორიული წარსულის გადმოსახედიდან და მომავლის საჭიროებათა პირისპირ ჩვენ, „ჯერ საქართველო“ ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ 28 ნოემბერს საქართველოს ევროპულ არჩევანს ხმა მივცეთ თამამად და უყოყმანოდ“,- განაცხადა პარტია „ჯერ საქართველოს“ ოფისში ლიდერების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.