Society
2026-11-20 | 11:54
საქართველოში თურქეთის ელჩი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“,- აღნიშნავს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი.
Related Articles
2026-11-20 | 10:17
November 22 Declared a Day of Mourning in Georgia2026-11-20 | 08:57
Daily Calendar – November 20