Society
    2026-11-20 | 20:02

    დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

    დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

    საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

    „მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

    დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

    განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...

    შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.

    ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!“, - წერია სამძიმრის წერილში.