Society
    2026-11-21 | 10:14

    21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

    ვერძი

    რომანტიკული საღამოსთვის იდეალური დროა. აჩუქეთ რაიმე განსაკუთრებული თქვენს რჩეულს და კავშირი კიდევ უფრო გაამყარეთ. ვარსკვლავები გირჩევენ დასვენების დღეები სახლის სახლის დალაგებას და მოძველებული ნივთებისგან გათავისუფლებას დაუთმოთ. მზად იყავით მოულოდნელი შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საუბრისთვის, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. თქვენი კარიერული პერსპექტივები იზრდება, ამიტომ პროფესიული წინსვლის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. განათლებაში ჩადებული სახსრები დროთა განმავლობაში აუცილებლად გაამართლებს! ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას და კვებაში ზომიერება დაიცავით — ზედმეტი კილოგრამების მომატება გაცილებით ადვილია, ვიდრე დაკლება!

    კურო

    შემოქმედებითი საქმიანობისა და სასიყვარულო პაემნებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესანიშნავი ემოციური ფონი საინტერესო მოსაუბრედ გაქცევთ. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ თუ უძრავი ქონების შეძენაზე ფიქრობთ, ეს საკითხი გარკვეული დროით გადადოთ. წინააღმდეგობრივი დღეა — სასიცოცხლო რესურსი მაღალია, თუმცა მოულოდნელი დაბრკოლება შეიძლება დასახული მიზნის მიღწევაზე უარყოფითად აისახოს. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ გამორიცხული არ არის ხელფასის მომატება ან მოულოდნელი შემოსავალი. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ვარსკვლავების რჩევით, ორგანიზმის განტვირთვისა და გაწმენდისთვის კარგი პერიოდია.

    ტყუპები

    გულს ნუ გაიტეხთ — ხანმოკლე გატაცება წარმავალია და თქვენს ბედისწერაში არაფერს ნიშნავს, ნამდვილი სიყვარული კი წინ გელოდებათ! მერკურისა და იუპიტერის ტანდემის უარყოფითი გავლენა სრულიად შემცირდება და დედამიწის ენერგეტიკული პოტენციალი ზრდას დაიწყებს. მარსისა და სატურნის სახიფათო კომბინაცია თანამშრომლებთან კონფლიქტისკენ გიბიძგებთ — უსიამოვნო სიტუაციის ასაცილებლად ამ დღეს სადავო საკითხების განხილვას უნდა მოერიდოთ. გარკვეული პერიოდია საოცრად დატვირთული და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ. დროა, მომენტით ისარგებლოთ და გავლენიანი ადამიანების დახმარებით ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენი აურა „ენერგეტიკული ვამპირებისა“ და ტოქსიკური ადამიანების მიმართ დაუცველია.

    კირჩხიბი

    ვენერა და ცვალებადი მთვარე ტრინში შეერთდებიან —გრძნობების ფეიერვერკი გელით! ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მოთმინება, კომპრომისის პოვნა და ემოციების კონტროლი დაგჭირდებათ. ცარიელი დაპირებების დრო დასრულდა — ამ დღეს კონკრეტული ქმედებებია საჭირო. ამ დღეს მთელი ყურადღება გუნდურ მუშაობასა და კოლეგებთან ურთიერთობებზე უნდა გაამახვილოთ. მერკური ფინანსური სირთულეების შესახებ გაფრთხილებთ — სავაჭრო ცენტრში ანგარიშსწორებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან თაღლითობის ან ქურდობის რისკი არსებობს. გირჩევთ შეძლებისამებრ, ალკოჰოლური სასმელი მენიუდან ამოიღოთ.

    ლომი

    დილიდანვე გაუგებრობისა და კონფლიქტებისთვის უნდა მოემზადოთ — ბედი თქვენს მოთმინებას გამოცდას მოუწყობს. გირჩევთ ურთიერთობაში წინდახედულება და თავშეკავება გამოიჩინოთ. ეცადეთ საქმიანი კავშირები გააფართოოთ — ეს უახლოეს მომავალში დაგჭირდებათ, განსაკუთრებით, თუ საკუთარი საქმის წამოწყებას აპირებთ. დროა, ახლობლებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები აღიაროთ და თუ საჭიროა, მოიბოდიშოთ. ჩვეული სამუშაო ზედმეტად დამღლელი და უინტერესო გახდა? ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული ღირებულებები უნდა გადააფასოთ. ეცადეთ თქვენს ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა დაამკვიდროთ — დღეიდან უმოძრაობა თქვენი პირველი მტერი უნდა გახდეს!

    ქალწული

    დაოჯახებულ ქალწულს კოლეგასთან ხანმოკლე და წარუმატებელი რომანი ელის. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მარცხისთვის განწირული ურთიერთობის გამო ოჯახური ბუდის დანგრევა. ოჯახის წევრებს უსაფუძვლო ეჭვების გამო არ აწყენინოთ — მაშინაც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ეცადეთ სხვის აზრსაც მოუსმინოთ. ფინანსური პრობლემები ურთიერთბრალდებების და საყვედურების მიზეზად იქცევა — მოგიწევთ ამ პრობლემას რაიმე გზით გაუმკლავდეთ ან სახლში დაძაბულ ატმოსფეროს შეეგუოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელის შეთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდეს, მაგრამ უარის თქმას ნუ იჩქარებთ. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები საგრძნობ შვებას იგრძნობენ — დიდი ალბათობით, რემისია ხანგრძლივი იქნება.

    სასწორი

    წყენა და ურთიერთბრალდებები უკან დარჩება და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული და ნდობით სავსე გახდება. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, იმოქმედეთ! შესაძლოა, ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას, რომლის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, წარუმატებლობათა წყებამ გეგმების შეცვლას გაიძულებთ — მოთმინება გამოიჩინეთ, თქვენი ჩანაფიქრი მოგვიანებით აუცილებლად ასრულდება. დღეს იმ საჩუქარს მიიღებთ, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. თუ მიმზიდველი შეთავაზება მიიღეთ, ახალ სამსახურში ყოყმანის გარეშე გადადით. სტომატოლოგიური პროცედურები უმტკივნეულოდ ჩაივლის, ასე რომ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

    მორიელი

    იუპიტერისა და ვენერას კვინკონსი გულახდილ საუბარს ხელს უწყობს — ეცადეთ შესაძლებლობა გამოიყენოთ და საყვარელ ადამიანთან შექმნილი გაუგებრობა დაასრულოთ. შესაძლოა მალე საქმიანობის სფეროს შეცვლა და ახალ პროექტზე მუშაობა მოგინდეთ. თამამად იმოქმედეთ — ჰოროსკოპის თქმით, იღბალი თქვენ მხარესაა. საქმიანი განწყობის მიუხედავად, სამსახურში მთელი დღე დაბრკოლებებთან გამკლავება მოგიწევთ. ამ დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და შესაძლოა, ის ნივთი შეიძინოთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. თქვენს მენიუში ბოსტნეული, ხილი და ცოტაოდენი ტკბილეული უნდა შეიტანოთ— ორგანიზმი ნახშირწყლებს ითხოვს. ამ დღეს გადაღლა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგეტიკული დანაკარგის აღდგენას მთელი კვირა დასჭირდება.

    მშვილდოსანი

    ცდუნებების დღეა. შთაბეჭდილებები ინტენსიური და არამდგრადი იქნება, განწყობა — ცვალებადი. საყოფაცხოვრებო პრობლემების ფონზე შესაძლოა პარტნიორთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბოს. წყენას ნუ დააგროვებთ — სჯობს ყველა მტკივნეული საკითხი აქ და ახლავე განიხილოთ. დღის მეორე ნახევარი დატვირთული იქნება. უცხო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ და მათმა სიტყვებმა შეიძლება გაგაღიზიანოთ — ასეთ ვითარებაში იუმორის გრძნობა გიხსნით. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ყველა დაბრკოლებას გადალახავთ, თუმცა ნაღდი ფულის ნაწილს დაკარგავთ. წარმოებაში მუშაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა ტრავმები თავიდან აიცილოთ. გაუფრთხილდით ზურგს ფიზიკური მუშაობისა თუ ვარჯიშის დროს — დღეს ეს თქვენი ყველაზე სუსტი წერტილია.

    თხის რქა

    რომანტიკული პაემნისთვის შესანიშნავი დღეა, რადგან ვარსკვლავები განსაკუთრებით ხელსაყრელად განლაგდნენ! გამორიცხული არ არის, რომ თქვენს მეუღლეს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, ასევე ნათესავებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება დამოუკიდებლად მოუწიოს. შუადღის შემდეგ სამსახურში მაღალი პროფესიონალიზმის გამოჩენას შეძლებთ და ხელმძღვანელის ქებას დაიმსახურებთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა იურიდიულად უნდა გაფორმდეს და გულდასმით გადამოწმდეს. ხელშეკრულებების გაფორმებისას ფრთხილად იყავით — შესაძლოა ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. საღამოს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელს ერიდეთ, საკმარისი რაოდენობის წყალი სვით და, სულ მცირე, 7 საათი იძინეთ.

    მერწყული

    სიყვარულს დიდხანს და ჯიუტად აშენებდით, დროა, ორმხრივი გრძნობებით დატკბეთ. გაცხარების დროს ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა მეორე ნახევრის საპასუხო აგრესია გამოიწვიოს — კრიტიკული შენიშვნებისგან თავი შეიკავეთ, რათა სკანდალს თავი აარიდოთ. კოლეგებთან ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს და ამის მიზეზი ზურგს უკან გავრცელებული ჭორები იქნება, რომლებსაც თქვენი ფარული მტერი ავრცელებს. მერკური დასუსტებულია, ამიტომ ფინანსურ საქმეებში შეფერხებებისა და გაუგებრობების ალბათობა არსებობს. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ პრობლემების მოგვარებაში მეგობრები და ახლობლები უნდა დაიხმაროთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ, დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

    თევზები

    თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მოემზადეთ — უახლოეს მომავალში ხელის თხოვნის შეთავაზებას მიიღებთ! საოჯახო ან საყოფაცხოვრებო პრობლემები თქვენს ყურადღებას მოითხოვს — ახლა წარმავალ სიამოვნებებზე ფიქრის დრო არ არის. სამსახურში მოვალეობებს შესანიშნავად გაუმკლავდებით და კოლეგებსაც დაეხმარებით. სწორად ორგანიზებული სამუშაო საქმეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. შესაძლოა ფინანსურ გამოწვევებს შეეჯახოთ — ფრთხილად იყავით და მოსალოდნელი ხარჯები ყურადღებით აწონ-დაწონეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტული ვარჯიშებისგან დროებით თავი შეიკავოთ და სრულიად ახალი რამ სცადოთ — დიდი ალბათობით, მოგეწონებათ.