Regions
    2026-11-26 | 10:33

    ComCom-მა თემაზე „AI და მისი პრაქტიკული გამოყენება“ თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

    ComCom-მა თემაზე „AI და მისი პრაქტიკული გამოყენება“ თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

    კომუნიკაციების კომისიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ტრენინგი თემაზე - „ხელოვული ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება“ ჩაატარა.

    ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს AI ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოყენებაზე, რომლებსაც დასაქმებულები სამუშაო პროცესში გამოიყენებენ. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. 

    შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ტრენინგები ტარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სამიზნე სოფლებში: ბროლიქედში, გოდოგანში, დელტასუბანში, ეწერში, ვარდიგორაში, თავასაში, თუზიში, კაკაბაურში, ნავენახევში, ნაგარევში, სკანდეში, ჩიხორსა და ჭოგნარში.

    აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.