Justice
2026-11-26 | 12:22
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობის ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გადაწყვეტილება 25 ნოემბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. მედიის ცნობით, სასამართლო სხდომას არც ზალიკო ბერგერი დასწრებია და არც ია ფარულავა.
საქმე ეხება 2026 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ პოდკასტში ბერგერის სტუმრობას, სადაც მან ფარულავას ძველი განცხადება გაიხსენა და მსახიობი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
Related Articles
2026-11-25 | 10:37
Two Individuals Arrested in Tbilisi on Drug-Related Charges2026-11-24 | 12:01
83 Foreign Nationals Expelled from Georgia