social media
    2026-11-28 | 19:18

    არსებობს კითხვები, რაზედაც მინისტრ მიქანაძეს პასუხები მზად უნდა ჰქონდეს - ლელა ჯეჯელავა

    არსებობს კითხვები, რაზედაც მინისტრ მიქანაძეს პასუხები მზად უნდა ჰქონდეს - ლელა ჯეჯელავა

    ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში წერს:

    „ჯერჯერობით რადგან HKU-ს ოფიციალურ გვერდზე საერთოდ არ იძებნება ინფორმაცია საქართველოსთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე არც ცოტნე ივანიშვილის ჩართულობით და არც მის გარეშე , კომენტარისგან თავს შევიკავებ. ისე არსებობს კითხვები, რაზედაც მინისტრ მიქანაძეს პასუხები მზად უნდა ჰქონდეს: 1. რამდენი ქართველი მოსწავლე მიიღებს დაფინანსებას ყოველწლიურად?

    2. რა პროცენტს გადაიხდის HKU და რა პროცენტს — საქართველოს ბიუჯეტი?

    3. რამდენი წლით აიღებს საქართველოს მთავრობა დაფინანსების ვალდებულებას?

    4. დაფინანსება მხოლოდ სწავლის საფასურს მოიცავს თუ საცხოვრებელსა და სხვა ხარჯებსაც?

    5. რა სამართლებრივი ფორმით შეირჩევიან კანდიდატები?

    6. რა არის ცოტნე ივანიშვილის ოფიციალური ან არაფორმალური სტატუსი ამ მოლაპარაკებებში?

    7. არსებობს თუ არა საქართველოს კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში დაბრუნებისა და დასაქმების ვალდებულება? მინისტრის განცხადებაში ეს შესაძლებლობადაა წარმოდგენილი და არა სავალდებულო პირობად“.

    ცნობისთვის - განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი თქმით, „ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა“.