ანონსი - 9 ნოემბერი
9.11.2026
11:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები გენერალურ პროკურატურასთან მორიგ ყოველკვირეულ აქციას გამართავენ. ისინი საქმის მასალების გადაცემას და გამოძიების განახლებას ითხოვენ. სოლიდარობის ნიშნად მათ შეუერთდება მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მის: გორგასლის 24
საკონტაქტო: თეონა ჭალიძე - 591 05 16 01
11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, მედიასთან, კითხვა-პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644
12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)
12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი