დღის კალენდარი

    დღის კალენდარი - 7 სექტემბერი

    დღის კალენდარი - 7 სექტემბერი

    7.9.2026

    საეკლესიო კალენდარი

    აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოციქულისა ბართლომესი  (VI); მოციქულისა ტიტესი, კრეტელი ეპისკოპოსისა, 70-თაგანისა (I); ევლოგისა, ედესელი ეპისკოპოსისა, და პროტოგენი აღმსარებელისა,  კარიელი ეპისკოპოსისა (IV); მინასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (536-552).

    დაიბადნენ:

    1533 – ელისაბედ I, ინგლისის დედოფალი, ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

    1870 – ალექსანდრ კუპრინი, რუსი მწერალი.

    1912 – დევიდ პაკარდი, ამერიკელი ინჟინერი, ცნობილი ფირმის „Hეწლეტტ Pაცკარდ“-ის დამაარსებელი.

    1916 – სერგი წულაძე, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი.

    1908 – იოსებ ბუაჩიძე, ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

    1948 – გივი ჩუგუაშვილი, მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

    გარდაიცვალნენ:

    1829 – სოფიო წულუკიძე-გურიელი, გურიის სამთავროს გამგებელი (1826-1828).

    1907 – სალი არმანდი, ფრანგი პოეტი, ლიტერატურაში პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1956 – ოტო შმიდტი, რუსი მეცნიერი-მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი. მისი სახელი ეწოდა კუნძულს კარის ზღვაში, კონცხს ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე და სხვა.

    მოვლენები:

    1822 წელი – ბრაზილიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

    1892 წელი – პირველი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ჯეიმს კორბეტი გახდა.

    1909 წელი – ეჟენ ლუფევრი პირველი მფრინავი იყო, რომელიც აეროპლანით ფრენისას დაიღუპა.

    1911 წელი – ფრანგი პოეტი გიიომ აპოლინერი ციხეში ჩასვეს, რადგანაც ეჭვმიტანილი იყო ლუვრიდან „მონა ლიზას“ მოპარვაში.

    1917 წელი – უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა კორნილოვმა აჯანყება მოაწყო და პეტროგრადისაკენ ცხენოსანთა კორპუსი დაძრა.

    1940 წელი – II მსოფლიო ომის დროს ლონდონი ნაცისტებმა დაბომბეს.

    1952 წელი – შეიქმნა ინტერპოლი.

    1953 წელი – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა  პირველ მდივნად ნიკიტა ხრუშოვი აირჩია.

    1986 წელი – ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ, რომელიც კეიპტაუნის არქიეპისკოპოსად დანიშნეს, სამხრეთაფრიკელი ანგლიკანების პირველი შავკანიანი სასულიერო მოძღვარი იყო.

    1997 წელი – აღინიშნა მოსკოვის 850 წლის იუბილე.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    უკრაინა – დაზვერვის დღე

    მოზამბიკი – გამარჯვების დღე

    ბრაზილია – დამოუკიდებლობის დღე.