უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

11 მარტი, 2017 17:00
font-size

12 და 13 მარტისთვის ღრუბლიან ამინდს და ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექს ელიან

12 და 13 მარტისთვის სინოპტიკოსები ღრუბლიან ამინდს და ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 12 მარტს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.

მცირე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.

თბილისში ხვალ დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +17 გრადუსი იქნება.

ზეგ, 13 მარტს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +18, +23; მთაში +14, +19; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.

მცირე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +12, +17; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

ზეგ, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +16 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 10:25

“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ