უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 ოქტომბერი, 2016 17:15
font-size

23 და 24 ოქტომბერს საქართველოში ნალექიან ამინდს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 23 და 24 ოქტომბრისთვის წვიმას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +18, +23; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

თბილისში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში ხვალ +11 გრადუსს მიაღწევს.

ზეგ, 24 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.

წვიმა და ნისლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. მაღალ მთაში კი, მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატაურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.

თბილისში 24 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, თბილისში +11 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)

18 თებერვალი, 2019 , 16:46

ძლიერი ქარის გამო ისანში, "კარფურის" ტერიტორიაზე ხე წაიქცა. მოგლეჯილი ხე ოთხ მანქანას დაეცა. სამი ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ერთი სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ტერიტორია

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს

16 თებერვალი, 2019 , 16:57

თბილისში, ვალენტინობის დღე აღინიშნა ტიფანი ბარში. განსაკუთრებულად სასიამოვნო საღამო, რომანტიული გარემო და დასამახსოვრებელი საჩუქრები შეყვარებული წყვილებისთვის. ეს გამორჩეული დღე, კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი გა

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს

15 თებერვალი, 2019 , 14:42

გლდანის ციხესთან აღმოჩენილ ძველ სამარხს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია

12 თებერვალი, 2019 , 13:00

ამერიკული რესტორნების ქსელ “დანკინის“ ყავის გაყიდვებმა საქართველოში წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია. „დანკინმა“ ყავის ბაზრის ლიდერობის ამბიცია არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზე რებრენ

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს

7 თებერვალი, 2019 , 13:46

თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და მიგაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!  გაიცანი ჩვენი კომპანია (www.gse.com.ge) 

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები

7 თებერვალი, 2019 , 12:20

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედმა ანუ 26.62% -მა განიცადა თავდასხმა ინტერნეტის მეშვეობით, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 22.93%-ს შეადგენდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში მომხმარებლებზე ვებ-თავდასხმები