უკან

საზოგადოება

10 იანვარი, 2017 12:00
font-size

583 ნებართვა გაიცა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე - IDFI

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, - ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.

კერძოდ, IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.

მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.

”ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1 947 282 ლარი, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 2011 წელს – 46,844 ლარი, 2012 წელს – 89,836 ლარი, 2013 წელს – 184,207 ლარი, 2014 წელს – 263,813 ლარი, 2015 წელს – 695,804 ლარი, 2016 წელს (5 სექტემბრის მდგომარეობით) – 666,778 ლარი.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვების სტატისტიკას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2011 – 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) სულ გაიცა 1,747 ნებართვა საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე.

”ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წელს - 375. 2012 წელს ეს ციფრი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა. 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება“, ვინაიდან არ არსებობს კონტროლის მექანიზმი თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ხის დაავადებულად შეფასება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია