უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 მარტი, 2017 12:20
font-size

აფხაზეთის ე.წ არჩევნების შედეგებს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია - ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

აფხაზეთში მცხოვრებლებს ე.წ. მაჟორიტარი კანდიდატები იმ 22 ოლქიდან უნდა აერჩიათ, სადაც პირველი ტურის შედეგად გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

მეორე ტურში თითოეული ოლქიდან მხოლოდ ორი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

აფხაზეთის დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანო 35 ერთმანდატიანი წევრისგან შედგება, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ.

ე.წ არჩევნების პირველი ტური 12 მარტს გაიმართა, და მაშინ გამარკვებული მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდა. 1 ე.წ ოლქში კი, განმეორებითი არჩევნები დაბალი აქტივობის გამო, მაისში გაიმართება.

ე.წ არჩევნებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა და მის ჩატარებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევად აფასებს.

„ეს არის არალეგიტიმური. მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამასთანავე, ვერ ვისაუბრებთ ხალხის ნებაზეც იმ პირობებში, როდესაც გამოდევნილია ასი ათასობით ადამიანი ამ რეგიონებიდან და როდესაც დღესაც იქ მაცხოვრებლების უფლებები, კერძოდ, გალის რაიონში უხეშად ილახება. ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია, ამ პროცესების დროს არის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს მოსახლეობის უსაფრთხოების ხელყოფა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. 60 წლის ემილ გოგოხია და ზამირ მიქავა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით ოკუპაციის ხაზთან ცხენის ძებნის დროს დააკავეს. ერთ-ერთი გატაცებული სოფელ განმუხურის რწმ

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

11 თებერვალი, 2019 , 12:56

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას – ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

9 თებერვალი, 2019 , 16:45

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "ამერიკის შეერთებული შტატები თანმიმდევრუალად ახორციელებს საქართველოს მხარდ

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება

8 თებერვალი, 2019 , 10:15

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღ

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს

7 თებერვალი, 2019 , 14:40

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ექვსი რუსი სამხედრო იმყოფება. ისინი ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარ

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

7 თებერვალი, 2019 , 14:40

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ცი