უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

1 მარტი, 2017 12:00
font-size

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევაზე სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება - გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ -მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ის სპეკულაციურია.

ტელეკომპანია Starvision-ის ეთერში, რამდენიმე დღის წინ, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან გაიწვევს.

როგორც კარასინმა მედიას განუცხადა, მსგავსი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება, თუმცა რას ეფუძნება ისინი, რთული სათქმელია.

„ნამდვილად, ასეთი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება. რას ეყრდნობა ისინი, რთული სათქმელია. როგორც ჩანს, ეს ქართული მხარის მიერ უხერხული მცდელობაა,რომ ჩვენს მეზობლებში რუსეთისადმი უნდობლობა გამოიწვიოს“,-განაცხადა კარასინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთან რუსეთს აკავშირებს კეთილმეზობლური, მეგობრული და მოკავშირეობრივი ურთიერთობა“.

„ეს ჩევნი პოზიცია იყო და დარჩება. გთხოვთ, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ“,-აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთბეულ განცხადებას, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ილუზიებში ცხოვრება და არსებულ რეალიებს საღად შეხედოს, რადგან რუსეთი აღიარებას უკან არ გაიწვევს.

მონიკა დავლიანიძე

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

თბილისსა და ცხინვალში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა - ტოივო კლაარი

13 თებერვალი, 2020 , 10:56

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის ინფორმაციით, ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`