უკან

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2024 12:40
font-size

„ალმა პლუსი“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერების განთავსებაზე უარს აცხადებს

„ალმა პლუსისგან“, რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა „ქართული ოცნება“ დანგრეული მარიუპოლისა და უკრაინაში დაბომბილი ტაძრების ვიზუალს იყენებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების ზღუდავს, ამიტომ მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ისინი ყველანაირ სამართლებრივ ზომას მიმართავენ.

„ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიმდინარე ხელშეკრულება „ვისოლ ჯგუფში" შემავალ კომპანია „ალმა პლუსთან“, სარეკლამო ბანერების განთავსებაზე და დღეს დილით მათგან მივიღე პასუხი, რომ იმ ვიზუალით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ისინი ბანერს არ განათავსებენ, რაც არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ეს აღმოიფხვრას.

იმ პირობებში, როცა ჩვენ ქალაქში ვხედავთ "ქართული ოცნების" რეკლამას, სადაც ისინი გამოიყენებენ მარიუპოლის ნანგრევებს, უკრაინაში სხვადასხვა ლოკაციიდან დანგრეულ ტაძრებს თუ დაბომბილი სახლების ვიზუალებს, ჩვენ არ გვეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, რომ ხმა მისცენ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ და მოიშორონ „ქართული ოცნება“, - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ - მარკო მიხელსონი

21 დეკემბერი, 2024 , 13:11

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, - ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს. „პირველ რიგში, ქართვე

ეუთო/ოდირმა ოპოზიციის ხუთი მთავარი ტყუილი ამხილა - შალვა პაპუაშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 13:01

ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 10:56

არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ, ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია, &ndas

ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს, ეს არის დემოკრატიული გამოსავალი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 08:49

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება. „კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღ

`ეუთო/ოდირის დასკვნა ხელახალი არჩევნების საფუძველია` - ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

21 დეკემბერი, 2024 , 08:41

„ძლიერი საქართველოსთვის,“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ გან

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს

20 დეკემბერი, 2024 , 21:37

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. &bdquo