უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

8 აპრილი, 2021 08:50
font-size

ანონსი - 08.04.21

10:00 - ჯანდაცვის სამინისტროსთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქციას გამართავს.

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 -„ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: აკაკი გახოკიძის ქ.11ა

11:00 - მოძრაობა „საქართველოსთვის“ საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს.

11:00 - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7 (ტექნოპარკი).

11:00 - სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.

თემა: ნამახვაჰესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანებიან.

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

მის: ირ. აბაშიძის 12 ბ

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: სერგი კაპანაძის განცხადება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვა, კარანტინის საკითხი.

ეპიდვითარება აფხაზეთში და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაციის ჩატარების საკითხი.

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბჟანიამ კრემლში საიდუმლო დოკუმენტს მოაწერა ხელი.

მის: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - , მოძრაობა „შეცვალე“ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მდინარე ენგურთან, სოფელი შამგონასთან ჩავა.

საკონტაქტო: ოთო შენგელია - 598169602​

12:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, მე-2 სართული (ბიუროს ოთახის წინ).

12:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

12:00 - „ილუზიების მუზეუმისა" და „ჰოლოზეუმის" პროექტის იდეის ავტორ ლევან ბახია „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 9 აპრილი ჩვენი უბატონობა - აუდიო-ვიზუალური აქცია - რა იგეგმება 9 აპროლს „ჰოლოზეუმში".

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

15:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

17:00 - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაიმართება ონლაინ განხილვა „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. შეხვედრაში ონაწილეობას მიიღებს ECRI-ის აღმასრულებელ მდივანი, იოჰან ფრიშტედი.

ონლაინ შეხვედრის მოდერატორი ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე იქნება. ონლაინ საუბრები ინგლისურ ენაზე წარიმართება.

ინგლისურ-ქართული თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება აქ: https://bit.ly/2R0PUDl. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/3854318478016030

საკონტაქტო: ნათია ქანთარია - 555 633 543