უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

15 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 15.12.18

10:00 - პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიმართება. კონფერენციას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული

11:00 - პარლამენტის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ქუთაისი, დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

12:00 - ვაკის პარკში, სიდას და მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, თაფლის ფესტივალი გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტი.
საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599512215

12:00 - გორში, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ და მეწარმე სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.
გორი, მშვიდობის გამზირი N12 ა;

13:00 - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და “გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს პრესკლუბში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ინაუგურაციის პარალელურად ჩანიშნულ აქციაზე განცხადებას გააკეთებს, ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრებს.
ქუთაისი, დუმბაძის #4
საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

13:00 - „გარდენ ჰოლში“ პროექტის „კინო სკოლაში“ 2018 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურება.
დავით აღმაშენებლის გამზ. 73 (ილიას ბაღი).

14:00 - „იაპონური კინოს ფესტივალის“ ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ თანამედროვე იაპონური ფილმის „მისტიური გოგონას“ ჩვენება გაიმართება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.
კოსტავას ქ. 36.
საკონტაქტო რუსუდან გვერდწითელი - 557 521 557

18:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანკიეტის შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`