უკან

ანონსები

16 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 16.09.19

10:15 - ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან.

ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N35.

11:00 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის შედეგებს მედიას გააცნობს.
სასტუმრო Holiday Inn Tbilisi, 26 მაისის მოედანი #1

11:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება
თემა: „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“.
კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

11:00 - გირჩის ოფისში, იაგო ხვიჩია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
ბესიკის 4, ბიზნესცენტრი ბესიკზე. მესამე სართული, ოფისი 312. საკონტაქტო: 551 599 870 მარია გეგეჭკორი

11:00 - ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცი გაიმართება: „ზემო სვანეთში, იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობის შეფასება“.
ჭოველიძის №10

11:25 - ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის სტანდარტების მქონე “ევროპული სკოლის” ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

11:30 - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის, ბეჟან ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს ჩანიშნული სხდომა. დაცვის მხარის მტკიცებულებები და არგუმენტები. 20 ივნისის საქმის გამოძიება.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო N419 (C კორპუსი, IV სართული)

14:00 - თბილისი მარათონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრებიან.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი

14:30 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

14:45 - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრება.
თავისუფლების 2

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდამჭერები აქციას გამართავენ სახელწოდებით „გმირებს ვერ დაამარცხებ“.

15:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:30 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17:00 - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)