უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 ოქტომბერი, 2019 10:14
font-size

ანონსი - 17.10.19

10:00 - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება

პავლე ინგოროყვას 7

11:00 - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას, ასევე საქსტატსა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ასოციაციაციების თავმჯდომარეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ცოტნე დადიანის 30
საკონტაქტო: კობა ალხაზიშვილი 599 88 38 11

11:00 - ნატოს სამეკავშირეო ოფისში, პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყება.
სემინარს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი გახსნიან.
წინამძღვრიშვილის ქ. N164
საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 70 72 22

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

12:00 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს.
საკონტაქტო პირი: ანა მაზანიშვილი 551511177

13:00 - ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და მათი ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

13:00 - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

14.00 - „საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ საქართველო“ და „USAID-Zrda“ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია საჩხერის რაიონის, პერევში შედგება.
საჩხერის რაიონი, სოფელი პერევი.
საკონტაქტო: ნათია წულაძე 577 46 17 67.

14:30 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული).

15:00 - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და მათი ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

15.00 - თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გამართავს პრესკონფერენციას.
თემა: ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს, სირიაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად, ვინაიდან იგი უშუალოდ ემუქრება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ჭავჭავაძის გამზ. #35

15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუნ ჰი-სანგს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

15:30 - ღვინის ქარხანა #1-ში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია სტუმრებისთვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.
პეტრიაშვილის #1
.
15:45 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მუნ ჰი-სანგი პრესისთვის ერთობლივი განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

17:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ლევან იმერლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18:00 - ინგლისური წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ მაღაზიის გახსნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
რუსთაველის გამზირი #34 საკონტაქტო: 598 373 044

17:00 - ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სამი გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს, ასევე, გაემგზავრება უკრაინაში, Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.
ფაბრიკა, ნინოშვილის ქ.#8
საკონტაქტო: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11

17:00 - წყალტუბოში (გურამიშვილის 2, სანატორიუმ „აიასთან“) „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და თანათავმჯდომარე გოგი წულაია მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავენ.

18:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1/3.