უკან

ანონსები

19 სექტემბერი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 19.09.20

11:00 - პარლამენტის წინ პოლიტიკოსი ქალები განცხადებას გააკეთებენ და ქალ პოლიტიკოსთა უფლებების დაცვის ახალ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის: რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო - 555 602 634

11.00 - ქუთაისში, "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ენმ-ს წევრის ლაშა ცუცქირიძის თავდასხმასთან დაკავშირებით.
მის: ქუთაისი, თამარ მეფის 40, ლომებიანი სახლი
საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე - 577 99 95 77

11:00 - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ჩუღურეთის მოსახლეობასთან ერთად ხუდადოვის ტყეს დაასუფთავებს.
მის: თინა ენუქიძის N2
საკონტაქტო: 599 437 403

12:00 - „ლელო საქართველოსთვის" სამგორის ახალგაზრდული ფრთა მაჟორიტარობის კანდიდატთან, ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად აქციას გამართავს.
თემა: პოლიკლინიკების გასხვისება.
მის: აეროპორტის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
საკონტაქტო: 599 552 949

12:00 - საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკო დისტანციურად განიხილავს შუამდგომლობას, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

12.00 - ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.
მისა: ქ.ახალქალაქი, ვაჩიანის გზატკეცილი, სამხედრო ქალაქი #1
საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა 577 393 913

13:00 - სოფელ ჭყვიშში, მმართველი პარტია ვანის მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

14:00 - „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნიქოზში მიმდინარე ბორდერიზაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს.
მის: ვაჟა-ფშაველას 64

14:25 - სოფელ დიდ ჯიხაიშში, „ქართული ოცნება" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს სამტრედიის მოსახლეობას წარუდგენს.
საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

15:15 - „ქართული ოცნება" სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს ხონში წარადგენს.
საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

16:30 - სოფელი ჩუნეში, მმართველი გუნდი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გივი ჭიჭინაძეს წყალტუბოში წარადგენს.
საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

17:00 - კამპანიის „დავასუფთავოთ მსოფლიო" ფარგლებში, პარტია „არჩევანი სამშობლოსათვის" დასუფთავების აქციას ჩაატარებს.
მის: ორთაჭალის ტურფა. არტურ ლაისტის ქუჩა.
საკონტაქტო: 557 494 724

18:00 - გაიმართება აქცია და მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე. აქციის მონაწილეები ითხოვენ საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცებას.
საკონტაქტო : 598 549 484

20:00 - განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
მის: ოთარ ჩხეიძის N5.