უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

19 ოქტომბერი, 2019 11:00
font-size

ანონსი - 19.10.19

11:00 - ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენენ, რომელიც 2004 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება.
აკაკი გახოკიძის 11ა

12:00 - პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

13:00 - სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმის გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე, პირველად, გუდამაყრის ხეობაში, გაეშვება ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ჩოხი;
საკონტაქტო: ნინო სინჯარაძე - 557 615 352

16:00 - „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობა ხელოვნების მუზეუმთან მართავს გამაფრთხილებელ აქციას - დავიცვათ ჩვენი ეროვნული საგანძური!
საკონტაქტო: ლელა გიორგაძე 591949545