უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

25 აპრილი, 2019 10:00
font-size

ანონსი 25.04.19

11:00 - პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში აკაკი ბობოხიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შუალედური არჩევნები
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

11:00 - “კარიტასი საქართველოში „ თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გადასცემს სამედიცინო, აპარატურას, რომელიც განკუთვნილია კლინიკის ინტენსიური მოვლის და ნეონატალური განყოფილებებისთვის.
ღონისძიებას დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე.
ლუბლიანას ქ. 21, თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა
საკონტაქტო: თამარ კურტანიძე 593 31 45 04 ; თამარ იაკობაძე 557 38 08 09.

11:30 - „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო სააგენტოს ოფისში მივა და განცხადებას გააკეთებს.
თემა: დაგროვებითი პენსიის სქემა
ყიფშიძის 7ბ (საპენსიო სააგენტოს ოფისი)
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

11:30 - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ერთობლივი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე პროფკავშირების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას და მიმართვას მთავრობისადმი, რომელშიც ასახული იქნება საერთაშორისო ექსპერტებთან, იურისტებთან და ეკონომისტებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტული მოთხოვნები პენსიის ინდექსაციის აუცილებლობაზე.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ";
საკონტაქტო: თამარ გედევანიშვილი 599303636

12:00 - პროექტის - „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ დახურვის ღონისძიება გაიმართება.
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

12.00 - „ფაბრიკაში“ გაიმართება პროექტის - „მოწყვლადი მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან დონორი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარები და ბავშვთა თემებზე მომუშავე სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ნაჩვენი იქნება პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მე ვარ ....“ ასევე, გამოფენილი იქნება პროექტის მონაწილეების სურათები.
ე. ნინოშვილის N8

12:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
თემა: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებები“.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13:00 - დამოუკიდებელი იურისტთა ჯგუფი პარლამენტთან აქციას გამართავს

13:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
საკონტაქტო: 228-17-54

13:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
საკონტაქტო: 228-16-37

13:00 - საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში“.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16:00 - პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში , ევროკავშირ -საქართველოს ბიზნეს საბჭო ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ახალ ინიციატივის - „ქართველი მეღვინე ქალის“ პრეზენტაციას გამართავს .
ღონისძიებას ევროკავშირ -საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნის. პრეზენტაციას ბიზნეს სექტორის გარდა, უცხოელი ელჩები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ადგილზე მოეწყობა მონაწილე მეღვინეების პროდუქციის დეგუსტაცია.
ლ. გუდიაშვილის ქ. N7, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე, 598668806