უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 იანვარი, 2017 09:00
font-size

არამდგრადი ამინდები და ყინვა 2 თებერვლამდე გაგრძელდება

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდებს და ყინვას 2 თებერვლამდე პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ამინდს 29-30 იანვარს, მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სამინისტროში განუცხადეს, რომ დღეს, 29 იანვარს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი თოვა, მაღალ მთაში კი, ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში -2, +3; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში საღამოს და ღამის საათებში ნავარაუდევია თოვლი, მაღალ მთაში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -4, +1; მთაში -6, -1; მაღალ მთაში -10, -5 გრადუსი.

29 იანვრის ღამისა და საღამოს საათებში თბილისში მცირე თოვას ელიან. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +1 გრადუსი იქნება.

ხვალ, 30 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში -3, +2; მთაში -7, -2; მაღალ მთაში -9, -4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოთოვს, მაღალ მთაში კი, მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -3, +2; მთაში -6, -1; მაღალ მთაში -11, -6 გრადუსი.

30 იანვარს, თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია თოვლი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, 0 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ხვალ საქართველოში მცირე მოღრუბლულობას ელიან

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქა

ვიეტნამური გამოფენა „დონგ ჰო“- ხეზე ჭრის ხელოვნება გაიხსნა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ვიეტნამურ გამოფენას “დონგ ჰო“ ხეზე ჭრის ხელოვნება - ვიეტნამური სული“. საქართველოში მოღვაწე ვიეტნამელმა ჩან თი რეგნერმა მოწვეულ სტუმრებს „დონგ ჰო-ს“ ნიმუშ

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა.  კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმ

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.  მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს სა

„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ - „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2018 , 14:45

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`