უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 ოქტომბერი, 2016 14:30
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიმართავენ.

როგორც საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ.

„ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლის ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს. რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას - შექმნის ილუზიას, რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, - შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. მცდელობები და მოწოდებები შეიქმნას, ან გააქტიურდეს სხვადასხვა ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატები რუსეთთან, რომლებიც დააკნინებენ ჟენევის ფორმატს და აქვთ ბუნდოვანი მანდატი, საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის. ასეთი ტიპის ძალისხმევა მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია;

არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება;

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას;

მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.

ხელსიფულებისადმი მიმრათვას ხელს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს გაეროს ასოციაცია; საზოგადოება და ბანკები და სხვა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. - წერს პირველი არხი გამოცემა „ჰაარეცის“ (Haaretz) სტატიაზე დაყრდნობით. ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის ცნობით, 2017 წ

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილების მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერი

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

14 თებერვალი, 2019 , 11:35

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd &l

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 თებერვალი, 2019 , 15:40

იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახე იტალიური მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით „პირველი არხი“ იტყობინება. 21 წლის მამაკაცი კა

ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

9 თებერვალი, 2019 , 17:13

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლებ

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

8 თებერვალი, 2019 , 14:45

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უ