უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ნოემბერი, 2024 15:14
font-size

ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე, ამას გამართლება არ აქვს – ლევან იოსელიანი

იზოლატორში 13-ზე მეტი ადამიანია, აბსოლუტური უმრავლესობა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ დაკავებისას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ასეთი ფორმით მოპყრობას გამართლება არ აქვს.

„იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთებში იზოლატორში. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისგან, ორის გარდა, ფაქტობრივად ყველა უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ეს მსუბუქი ნათქვამია. ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით. ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობა, არის სიმხეცე. ამას გამართლება არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ დაკავების დროს უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას სამართალდამცველმა. გასაგებია, შეიძლება, ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მიუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა. ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით ახლა, რომ შევედი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ბოდიში და ალაოდ ხომ არ ხარ? - გია ხუხაშვილი

30 ნოემბერი, 2024 , 12:26

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „იცი, რომ არჩევნებზე იმამაძაღლეს და უკანონოდ მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია. იცი, რომ სესია უკანონოდ გამართეს და თავი დაინიშნეს. იცი, რომ უდიპლომო პრეზიდენტობის კანდი

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება - ირაკლი კობახიძე

28 ნოემბერი, 2024 , 14:09

რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოწოდების სიმაღლეზე იყოს - კახა კალაძე

27 ნოემბერი, 2024 , 12:42

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პა

მადლობა ბატონ ლადოს დღევანდელი დღის დასურათხატებისთვის - თინათინ ხიდაშელი

25 ნოემბერი, 2024 , 18:07

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:  „დიახ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე ეს პარლამენტი არ არსებობს. ყველამ ვინც ქოცობის გამო პროფესიას კარი დაუხურეთ მარტივ კითხვას გაეცით პასუხი. რომ გაუწყრეს ღმერთი საკონს

„მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის“ - ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე

19 ნოემბერი, 2024 , 13:23

მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის, -  ამბობს ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე. რეჟისორი, რომელიც დილიდან მელიქიშვილის გამზირზე დგას,  ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის განმავლობაში, ასეთ "მშიშრებს და ნაძირლე

ძალიან საბჭოურია - ჟიგიმანტას პავილიონისი

11 ნოემბერი, 2024 , 12:26

3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა.  ეს არის საბჭოთა მიდგომა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველო