უკან

კონფლიქტის ზონა

6 ივლისი, 2017 12:30
font-size

აუცილებელია შემუშავდეს ანტიანექსიური პოლიტიკა - მესამე სექტორი სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას გამოეხმაურა

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) და საქართველოს ატლანტიკური საბჭო გორის რაიონ სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურებიან.

მათი თქმით, აუცილებელია, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა ან უშიშროების საბჭოს, ან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში. მესამე სექტორის აზრით, ასევე უნდა გადაიხედოს ურთიერთობის სტრატეგია რუსეთთან და გატარდეს ანტიანექსიური პოლიტიკა.

„მედიანიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 4 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერი აღმართეს. მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დანერგვა. ამასთან, სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება.

აღნიშნული ვითარება წარმოადგენს უაღრესად სერიოზულ გამოწვევას ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველო-რუსეთის შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. რუსეთი აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმებისა და 2008 წლის 15 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევას. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, პოზიციის მობილიზაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ გაიმართოს შეხვედრა უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ანტი-ანექსიური სტრატეგიის შემუშავება და მისგან გამომდინარე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვა, რაც მსგავსი კრიზისების დროს მათზე რეაგირების ქმედითი გეგმისა და სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

მე მის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ - პასკალ მენიე

12 ივლისი, 2019 , 13:02

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტში ელჩები იმყოფებოდნენ და საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ, საფრანგეთის ელჩი ეხმაურება. პასკალ მენიე ამბობს, რომ პირად

რუსეთის გამანადგურებელი გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ კვლევის შედეგები წარადგინა

3 ივლისი, 2019 , 15:30

„ამნესტი ინტერნეიშენელმა“ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოში აღმართული გამყოფი ხაზები ათასობით ადამიანს ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის. „ამნე

არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე - ქეთევან ციხელაშვილის აპარატი

3 ივლისი, 2019 , 15:00

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა

1 ივლისი, 2019 , 15:59

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, დღეიდან ენგურის ხიდს დაუბრკოლებლად გადმოკვეთენ 14-წლამდე

ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ გალში - რეგიონის მოსახლეობა შველას ითხოვს

1 ივლისი, 2019 , 14:06

ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებული გალის რაიონში - ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რეგიონში საკვების და მედიკამენტების მარაგი ამოიწურა. პრობლემას წარმოადგენს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტიც. ამჟამად ენგურის ხიდის მეორ

ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს

29 ივნისი, 2019 , 10:20

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი „ტვიტერში“ აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვების გამო, მისია შეშფოთებულია. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს