აზერბაიჯანი და რუსეთი ერთობლივად ტაქტიკურ რაკეტებს აწარმოებენ

აზერბაიჯანმა და რუსეთმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა, ერთობლივად, ახალი თაობის ტაქტიკურ რაკეტებს აწარმოებს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სამხედრო ჟურნალი Azeri Defence წერს.

დოკუემენტს ხელი აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და რუსეთის კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“-ს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

მხარეები გეგმავენ „ჰაერი-ჰაერისა“ და „დედამიწა-ჰაერის“ ტიპის ახალი თაობის რაკეტების გამოშვებას.

მონიკა დავლიანიძე