აზერბაიჯანში იარაღის საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, შირვანში იარაღის საწარმოს „არაზის“ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდნენ ადამიანები,საავადმყოფოში 6 ადამიანია გადაყვანილი.

ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში ისმის მცირე აფეთქებების ხმა.

საწარმოს ტერიტორიაზე ამჟამად მეხანძრეები მუშაობენ, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.