ბაქო მზად არის თურქეთ-რუსეთის უერთოერთობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი- აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის საზოგადოებრივ - პოლიტიკურ საკითხებში ალი გასანოვის განცხადებით, ბაქო მზად არის რუსეთ-თურქეთის უერთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

ამის შესახებ გასანოვმა Sputnik-Азербайджан-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთ-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება აზერბაიჯანს არ აშფოთებდეს, რომელსაც თითოეულ ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონის ურთიერთობა აქვს.

„როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ორივე ქვეყანასთან ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობით არის დაკავშირებული და ამ დაძაბულობის გამო შეშფოთებას და სინანულს განიცდის. ქვეყნის მეთაურმა გამოთქვა მზაობა, თურქეთ-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებისა და გაქრობისთვის“,-განაცხადა გასანოვმა.

მონიკა დავლიანიძე