უკან

კომენტარი

3 ოქტომბერი, 2024 13:37
font-size

ბიძინა ივანიშვილისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია - აშშ-ს საელჩო

“რადიო თავისუფლება“ აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

“ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს “რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია “ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. “ფორმულას“ ინფორმაციით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა “საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - “შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, “აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 17:15

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რო

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები - ზურაბ ჯაფარიძე

18 დეკემბერი, 2024 , 17:01

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თ

ქართული რეჟიმი ყველა მზაკვრულ გზას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. ტყუილებს ავრცელებენ და მოსახლეობის მანიპულირებას ცდილობენ. სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! - მიხაილ როთი

18 დეკემბერი, 2024 , 16:39

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: „[მდგომარეობა] უარესდება და უარესდება! ქართული რეჟიმი ყველა მზაკვ

საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს - მამუკა ხაზარაძე

18 დეკემბერი, 2024 , 16:08

დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძ

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო, მართლა ნუ გაახურეთ საქმე - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი, 2024 , 19:50

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე, - ასე მიმართა, "ოცნების" პრტაქტივი დასაშოშმინებლად რუსთაველის გამზირზე მისულმა, მამუკა მდინარაძემ კრიტიკული მედიებს. "დამანახეთ რომელია საჯარო მოხელ

ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის - კახა კალაძე

13 დეკემბერი, 2024 , 13:26

„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქ