უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 აპრილი, 2017 15:55
font-size

დავით სერგეენკომ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე C ჰეპატიტის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამსტერდამში გამართულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოში მოქმედ С ჰეპატიტის პროგრამასა და მის გამოწვევებზე.

კონგრესზე საქართველოსადმი მიძღვნილი სესიაც გაიმართა. განიხილეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით, კერძოდ, როგორც ქვეყნის, რომელიც რამდენიმე წელში C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას მოახდენს; ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობასა და გამოჯანმრთელების მაჩვენებლზე.

მომხსენებლთა შორის იყვნენ ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და კლინიკა ნეოლაბის ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელებმაც პროგრამის მნიშვნელობაზე, გამოჯანრთელების მაჩვენებელსა (რომლებიც ჰარვონით ნამკურნალებ პაციენტებში საშუალოდ 98% ზე მეტია) და ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მომხმარებლებში HCV პრევენციაზე ზრუნვისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს,

პროგრამის შედეგები და მიღწევები დადებითად შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმაც. აშშ-ს დავაადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა იან დრობენიუკმა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისების ხარისხისა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი (19-23 აპრილი) ქალაქ ამსტერდამში იმართება და ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ არის ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრა გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) წარმომადგენლებთან. განიხილავდნენ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ