უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

5 თებერვალი, 2017 09:00
font-size

დღეს და ხვალ საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები საქართველოში 5 და 6 თებერვალს ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

5 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი, ხოლო აღმოსავლეთში უნალექო ამინდია ნავარაუდები.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში მოსლაოდნელია მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წ. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი; ზემო აფხაზეთში +3,+8

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წ. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +2, +7; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.

თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მ/წ. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა კი, +10 გრადუსი იქნება.

ხვალ, 6 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტესს რაიონში წვიმაა ნავარაუდები, მთაში ღამით თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-12 მ/წ. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა დაბლობში +8,+13; მთაში +3,+8 გრადუსია ნავარაუდევი; მაღალმთაში -6, -1; ზემო აფხაზეთში +2,+7;

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი,იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ; ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა იქნება დაბლობში +9,+14; მთაში +2,+7; მაღალ მთაში -2,+3;

დედაქალაქში, 6 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წ. ჰაერის მოსალდონელი ტემპერატურა კი, ღამით 0 გრადუსი, დღისით კი +12 იქნება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 10:25

“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ