უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ივნისი, 2019 13:25
font-size

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10 წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩაატარებს. კვლევის მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა დეტალურად შეისწავლება, რათა შემუშავდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმები.

როგორც „მედიანიუსს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“ გაუწევს. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.

„ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და გერმანულ საკონსულტაციო კომპანიას შორის, გულისხმობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას. რის შემდეგაც ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს 10 წლის ჭრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი, მათ შორის გამტარუნარიანობის ნაწილშიც,” - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომსახურების ფარგლებში აეროპორტის არსებული გამტარუნარიანობა შეფასდება და მოხდება ანალიზი, ასევე შეისწავლება მისი ინფრასტრუქტურისა და აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობის საკითხი.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა

13 მაისი, 2025 , 13:14

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 177 ფიზიკურ პირს გურჯაანში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა

7 მაისი, 2025 , 14:58

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 177 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმ

სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

5 მაისი, 2025 , 13:25

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი

საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ქუთაისში

2 მაისი, 2025 , 14:23

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას რეგიონებში განაგრძობს. ამჯერად, გვირილობასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის Student და

გორში მკვლელობა მოხდა

28 აპრილი, 2025 , 11:45

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.  არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად

თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა

25 აპრილი, 2025 , 10:59

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედ