უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

1 დეკემბერი, 2020 10:21
font-size

დღის კალენდარი - 1 დეკემბერი

წლის 335-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 30 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოწამე პლატონისა (დაახლ. 306); მოწამეთა: რომანოზ დიაკონისა და ყრმისა ბარულისა (303); მოწამეთა: ზაქესი — ღადარინელთა დიაკონისა და ალფეზი წიგნის მკითხველისა — კესარიელისა (303).

წმიდა მოწამე პლატონი ღვიძლი ძმა იყო წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალისა. იგი დაიბადა გალატიის ქალაქ ანკვირში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. სიჭაბუკეშივე დატოვა მან მშობლიური სახლი და შემდეგ ქალაქ-ქალაქ დადიოდა ღვთის სიტყვების ქადაგებით.

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკვანი და ვარულე მკითხველი.

წმიდა მოწამე რომანოზი დიაკვნად ემსახურებოდა ღმერთს პალესტინის ქალაქ კესარიის ტაძარში. ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს იგი ანტიოქიაში გადავიდა, სადაც ჭეშმარიტ რწმენას უნერგავდა ხალხს. ერთ-ერთი წარმართული ღვთაების ზეიმის დროს, რომანოზმა ამხილა კერპთაყვანისმცემლობა, რისთვისაც მას მრავალი გვემა მიაყენეს და მოკლეს.

წმიდა მოწამენი: ზაქე, გადარინელი დიაკვანი და ალფეზი, კესარიელი მკითხველი იმპერატორ დიოკლიტიანეს დევნულობის დროს ევნენ.

დაიბადნენ:

1761 — მადამ ტიუსო, ცვილის ფიგურების მუზეუმის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1850 წელს.

1766 — ნიკოლოზ კარამზინი, რუსი მწერალი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1826 წელს.

1792 — ნიკოლოზ ლობაჩევსკი, რუსი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1856 წელს.

1881 _ ალექსანდრე თვალჭრელიძე, გეოლოგი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1957 წელს.

1885 _ დიმიტრი შევარდნაძე, მხატვარი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1886 — რექს სტაუტი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1919 — ნენსი ასტორი, პირველი ქალი, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში აირჩიეს.

1935 — ვუდი ალენი, ამერიკელი რეჟისორი.

1945 — ნინო ზაალიშვილი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1755 — ლორენცო გიბერტი, იტალიელი მოქანდაკე.

1825 — ალექსანდრე I, რუსეთის იმპერატორი.

1866 — ჯორჯ ევერესტი, ინგლისელი გეოდეზისტი, მან პირველმა დაადგინა ჯომოლუნგმას სიმაღლე.

1973 — დევიდ ბენ-ჰურიონი, ისრაელის პირველი პრემიერი.

მოვლენები:

1697 წელი — გაიხსნა სერა კრისტოფერ რენის მიერ ხელმეორედ აშენებული წმ. პავლეს საკათედრო ტაძარი ლონდონში.

1804 წელი — ნოტერდამის ტაძარში ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად აკურთხეს.

1805 წელი — მოხდა აუსტერლიცის ბრძოლა, რომელსაც „სამი იმპერატორის ბრძოლა“ ეწოდა.

1852 წელი — საფრანგეთში მეორე იმპერია ჩამოყალიბდა. ლუი ბონაპარტი გამოცხადდა იმპერატორად და დაერქვა ნაპოლეონ III.

1918 წელი — ისლანდია სუვერენული სახელმწიფო გახდა.

1918 წელი — ჩამოყალიბდა სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფო, მომავალი იუგოსლავია.

1923 წელი — ვილჰელმ მარქსმა ახალი სამთავრობო კოალიცია შექმნა და გერმანიის კანცლერი გახდა.

1935 წელი — ჩან კაი ში ჩინეთის პრეზიდენტი გახდა.

1987 წელი — დაიწყო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გვირაბის მშენებლობა.

1988 წელი — ბენაზირ ბჰუტო გახდა პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ისლამურ ქვეყანაში.

1989 წელი — მალტაში მიხეილ გორბაჩოვისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრა შედგა.

ღირსსახსოვარი დღეები:

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

პორტუგალია — დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდობის დღე.

რუმინეთი — ეროვნული დღე.