უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

18 ივნისი, 2017 09:24
font-size

დღის კალენდარი - 18 ივნისი

წლის 169-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 196 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმ. მთაზე გაბრწყინებულთა*; ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა**; მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (დაახ. 362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა და პამბონესი (305-311); ღირსისა თეოდორე საკვირველთმოქმედისა (დაახ. VI); ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); ღირსისა დოროთესი, აბბა სერიდის სავანის მკვიდრისა (დაახლ 620).

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ფინიკიის ქალაქ ტვირის ეპისკოპოსი იყო.
მღვდელმთავარი ტვირიდან წავიდა, რათა მტარვალებს გადარჩენოდა. კონსტანტინე დიდის მეფობისას იგი ტვირში დაბრუნდა, დაიბრუნა ეპისკოპოსის ტახტი და ორმოცდაათი წელიწადი მწყემსდა თავის მრევლს. ნეტარმა დოროთემ ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მღვდელმთავარი დოროთე უკვე 100 წელს იყო გადაცილებული, როდესაც იულიანე განდგომილმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ტვირიდან იგი მიზიის ქალაქ უდში (ახლანდელ ვარნაში) გადავიდა. იქ იგი იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს. როდესაც წმიდა ბერმა უარი განაცხადა კერპებისათვის ზვარაკი შეეწირა, იგი საშინლად აწამეს.

წმიდა მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონ, ლეონიდე, არიოს, გიორგი, სელინე, ირინეოს და პავნონე მეგვიპტელნი მაქსიმიანეს მეფობისას ქრისტიანობის მტკიცე აღმასრულებლობისათვის ევნენ. ცოცხალ-მკვდარი ბერები დილეგში შეაგდეს, სადაც მათ ანგელოზი გამოეცხადა და განკურნა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი წარმართი მოიქცა ქრისტეს რჯულზე. წმიდა მოწამენი დილეგში წყურვილისა და შიმშილისაგან გარდაიცვალნენ.

ღირსმა მამა ანუბიმ, ეგვიპტელმა მეუდაბნოემ, V საუკუნეში ქრისტიანთა დევნისას ბევრი ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა და უდაბნოში განმარტოვდა, სადაც ღრმა სიბერემდე იმყოფებოდა.

ღირსი მამა თეოდორე სასწაულმოქმედი VI საუკუნეში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაშივე მიატოვა საერო ცხოვრება, ბერად აღიკვეცა და იორდანიის უდაბნოში დასახლდა. ღმერთმა მას სასწაულების ქმედების ძალა მიანიჭა. მაგალითად, ერთხელ კონსტანტინოპოლში რომ მოემგზავრებოდა, მან ღმერთს შესთხოვა, ზღვის წყალი გამტკნარებულიყო, რათა მწყურვალ მგზავრებს სული მოეთქვათ. როდესაც მადლიერმა ხალხმა მას მადლობა გადაუხადა, წმიდა თეოდორემ უთხრა, ღმერთმა ჩემი ლოცვის საპასუხოდ კი არ მოიმოქმედა ეს სასწაული, არამედ წყურვილისაგან ტანჯულნი შეგიცოდათო.

დაიბადნენ:

1799 – უილიამ ლაკსელი, ინგლისელი ასტრონომი, აღმოაჩინა მრავალი ციური სხეული. გარდაიცვალა 1880 წელს.
1812 – ივან გონჩაროვი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1891 წელს.
1817 – გიორგი მაისურაძე, ფერმწერი. გარდაიცვალა 1885 წელს.
1845 – შარლ ლუი ალფონს ლავერანი, პარაზიტოლოგი, აღმოაჩინა მალარიის გამომწვევი მიზეზი. გარდაიცვალა 1903 წელს.
1926 – ალან რექს სენდიჯი, ამერიკელი ასტრონომი, პირველმა აღმოაჩინა კვაზარები – კოსმიური ობიექტები ძალზე ძლიერი გამოსხივებით.
1931 – დიმიტრი ერისთავი, მხატვარი.
1947 – ავთანდილ მონასელიძე, მოქანდაკე.
1952 – ილია ზაუტაშვილი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1464 – როგირ ვან დერ ვეიდენი, ადრეული აღორძინების ხანის ნიდერლანდელი ფერმწერი.
1845 – ენდრიუ ჯექსონი, აშშ-ს მე-7 პრეზიდენტი.
1928 – როალდ ამუნდსენი, ნორვეგიელი პოლარული მკვლევარი, მოგზაური.
1971 – პაულ კარერი, შვეიცარიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1982 – ჯონ ჩივერი, ამერიკელი მწერალი.
2010 - ჟოზე სარამაგო. პორტუგალიელი მწერალი

მოვლენები:

1815 – ვატერლოოს ბრძოლა. ინგლის-ჰოლანდიისა და პრუსიის ჯარებმა ნაპოლეონის არმიას მიაყენეს გამანადგურებელი დარტყმა.
1871 – კანადელი ანა სვონი ცოლად გაყვა ამერიკელ მარტინ ბეიტს. ისინი გინესის წიგნში მოხვდნენ როგორც ყველაზე მაღალი წყვილი. ცოლის სიმაღლე იყო 227 სმ, ქმრის – 220 სმ.
1889 – ამერიკელმა რიჩარდსონმა საბავშვო ეტლი დააპატენტა.
1900 - ჩიენთის დედოფალმა ლონიუმ ბრძანა ყველა უცხოელის მოკვლა, მათ შორის დიპლომატებისა და მათი ოჯახების.
1924- ჯორჯ მაიკენი - პროფესიონალური კალათბურთელი, რომელიც მინეაპოლის ლეიკერსში თამაშობდა.
1940 - შარლ დე გოლის განთქმული სახალხო მიმართვა.
1953 - ეგვიპტეში მონარქია გაუქმდა და გამოცხადდა ეგვიპტის რესპუბლიკა.
1967 - ჯიმი ჰენდრიქსმა საკუთარი გიტარა დაწვა სცენაზე მონტერეის პოპ ფესტივალზე.
1983 - ასტრონავტი სელი რაიდი პირველი ამერიკელი ქალი გახდა კოსმოსში.
2006 - ყაზახეთმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი (Kაზშატ) გაუშვა დედამიწის ორბიტაზე.
2014 - თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს ქენან ევრენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1980 წლის სამხედრო გადატრიალებაში ჩადენილი დანაშაულისათვის.
2014 - ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I გადადგა და ტახტი თავის შვილს, ფილიპე VI-ს დაუთმო.

ღირსსახსოვარი დღეები:

არგენტინა _ დროშის დღე
ეგვიპტე — ევაკუაციის დღე
სეიშელის კუნძულები _ კონსტიტუციის დღე

სურათზე:დიმიტრი ერისთავის ნახატი

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე სტუმრად `რეაქციაში`