უკან

დღის კალენდარი

18 ნოემბერი, 2019 10:37
font-size

დღის კალენდარი - 18 ნოემბერი

წლის 323-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 43 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოწამეთა: გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III); მოწამეთა: პატროვისა, ერმისა, ლინისა, გაიოზისა და ფილოლოგისა, — სამეოცდაათთაგანთა (I); წმიდა გრიგოლისა — ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (IX).

დაიბადნენ:

1786 – კარლ ვებერი, გერმანელი კომპოზიტორი, გერმანული რომანტიკული ოპერის ფუძემდებელი.

1787 – ლუი ჟაკ დაგერი, ფრანგი მხატვარი, ფიტოგრაფიის ერთ-ერთი შემქმნელი.

1832 – ნილს ადოლფ ნორდენშელდი, შვედი გეოლოგი, არქტიკის მკვლევარი, გემით პირველმა გაიარა გასასვლელი ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში.

1901 – ჯორჯ გელაპი, ამერიკელი სტატისტიკოსი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მეთოდიკის ავტორი.

1921 – ჭაბუა ამირეჯიბი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1927 – ელდარ რიაზანოვი, რუსი კინორეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი.

1928 – ოთარ გორდელი, კომპოზიტორი.

1934 _ რეზო ესაძე, კინორეჟისორი.

1943 _ თემურ ჩხეიძე, რეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1951 – დავით ყიფიანი, გამოჩენილი ფეხბურთელი, გარდაიცვალა 2001 წელს.

გარდაიცვალნენ:

1868 – ჯოაკინო როსინი, იტალიელი კომპოზიტორი.

1827 – ვილჰელმ ჰაუფი, გერმანელი მწერალ-მეზღაპრე, დაიბადა 1802 წელს.

1846 _ ალექსანდრე ჭავჭავაძე, პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დაიბადა 1786 წელს.

1856 – მიხაილ ვორონცოვი, კავკასიის მთავარმართებელი, დაიბადა 1782 წელს.

1886 – ალან არტურ ჩესტერი, აშშ-ს 21-ე პრეზიდენტი, დაიბადა 1821 წელს.

1922 – მარსელ პრუსტი, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1871 წელს.

1940 _ ივანე ჯავახიშვილი, ისტორიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების მოთავე. დაიბადა 1876 წელს.

1952 – პოლ ელუარი, ფრანგი პოეტი, დაიბადა 1895 წელს.

1962 – ნილს ბორი, დანიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1885 წელს.

1969 – ჯოზეფ კენედი, ამერიკელი ბიზნესმენი, პრეზიდენტს ჯონ კენედის მამა.

1971 – ალექსანდრ ტვარდოვსკი, რუსი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

მოვლენები:

1626 წელი – რომის პაპმა ურბან VIII-მ აკურთხა წმიდა პეტრეს ტაძარი, რომლის მშენებლობაზე მუშაობდნენ რაფაელი, მიქელანჯელო, ბრამანტე.

1853 წელი – რუსულმა ფლოტმა ადმირალ პაველ ნახიმოვის სარდლობით გაანადგურა თურქეთის ესკადრა.

1865 წელი – დაიბეჭდა მარკ ტვენის პირველი მოთხრობა.

1868 წელი – დმიტრი მენდელეევის თაოსნობით შეიქმნა რუსეთის ქიმიის საზოგადოება.

1918 წელი – ლატვიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1928 წელი – ნიუ-იორკში გაიმართა პირველი ხმოვანი მულტფილმის პრემიერა ყველასთვის საყვარელი მიკი-მაუსის მონაწილეობით.

1977 წელი – აშშ-ში, ტეხასის შტატში გაიხსნა ქალების პირველი ნაციონალური კონფერენცია.

ღირსსახსოვარი დღეები:

უზბეკეთი — დროშის დღე.

ჰაიტი – ვეტერანების დღე.

მაროკო — დამოუკიდებლობის დღე.

ლატვია — რესპუბლიკის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`