უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 აგვისტო, 2018 10:07
font-size

დღის კალენდარი - 19 აგვისტო

წლის 222-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 144 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

მახარობელი ლუკა ასე აგვიწერს უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალებას: „და წარიყვანა იესო პეტრე, იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა ლოცვად და იყო ლოცვასა მისსა ხილვაი პირისა მისისაი სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლუკა, 9,28-29).

წმიდა ეკლესია გვასწავლის, რომ უფლის ფერისცვალების ნათელი არ იბადება, არც ქრება, არც გრძნობის ნიჭს ექვემდებარება და მართალია, იგი მცირე დროში ხორციელმა თვალებმა იხილეს მცირე სიმაღლის მთის წვერზე, მაგრამ უფლის მესაიდუმლეებმა (მოსწავლეებმა) სულის ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს, გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად ნახეს, რაოდენი სიკეთე უყო ღვთაებრივი სულის ძალამ – ამ ენით აუწერელმა ნათელმა.

კითხვაზე – „რას ნიშნავს – ფერი იცვალა?“ – ოქროპირი ღვთისმეტყველი კი ასე პასუხობს: „თავისი ღვთაებრიობის ნაწილი გაანდო – იმდენი, რამდენსაც ისინი მოერეოდნენ და თავის თავში მყოფი ღმერთი უჩვენა მათ“.

დაიბადნენ:

1646 – ჯონ ფლემსტედი, ინგლისელი ასტრონომი. 1675 წელს მან დააარსა ცნობილი გრინვიჩის ობსერვატორია. გარდაიცვალა 1691 წელს.

1696 – ვახუშტი ბაგრატიონი, დიდი მეცნიერი-ენციკლოპედისტი. გარდაიცვალა 1757 წელს.

1780 – პიერ ჟან დე ბერანჟე, ფრანგი პოეტი.

1810 – გიორგი ერისთავი, 1832 წლის შეთქმულების თავკაცთაგანი. Gგარდაიცვალა 1870 წელს.

1871 – ორვილ რაიტი, ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.

1877 – სიმონ ამირეჯიბი, მეცნიერი, ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში. გარდაიცვალა 1936 წელს.

1946 – ბილ (უილიამ) ჯეფერსონ კლინტონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1993-2000 წლებში.

გარდაიცვალნენ:

1662 – ბლეზ პასკალი, გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

1936 – ფედერიკო გარსია ლორკა, თვალსაჩინო ესპანელი პოეტი და დრამატურგი.

1994 – ლაინუს პოლინგი, ამერიკელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიასა (1954) და მშვიდობის დარგში (1962).

მოვლენები:

1692 – ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქ სეილემში ხუთი ქალი ჯადოქრობისთვის კოცონზე დაწვეს.

1787 – ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა ენცელადუსი _ სატურნის თანამგზავრი.

1839 – სანკტ-პეტერბურგის ახლოს გაიხსნა პულკოვოს ასტროფიზიკური ობსერვატორია.

1919 – გამოცხადდა ავღანეთის დამოუკიდებლობა.

1944 – პარიზი აჯანყდა გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ.

1966 – აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრამ 2.529 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1988 – შეწყდა ირან-ერაყის რვაწლიანი ომი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავღანეთი — დამოუკიდებლობის დღე

აშშ — ავიაციის ეროვნული დღე

ვიეტნამი – 1945 წლის რევოლუციის დღე

ვინალია _ მეღვინეობის დღესასწაული ძველ რომში

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`