უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 იანვარი, 2018 14:43
font-size

დღის კალენდარი _ 20 იანვარი

წლის მე-20 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 345 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება წმიდისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი.

და მისთა წმინდა ნაწილთა ანტიოქიიდან კონსტანტინეპოს გადაბრძანება (956). მოწამე ათანასე ატალიელისა (1770); სედისა, შოტლანდიის ეპისკოპოსისა (664).

დაიბადნენ:

1499 – სებასტიან ფრანკი, გერმანელი მეცნიერ-ჰუმანისტი, პუბლიცისტი.

1563 – ოტავიო რინუჩინი, იტალიელი პოეტი, დრამატურგი და ლიბრეტოების ავტორი. გარდაიცვალა 1621 წელს.

1775 – ანდრე-მარი ამპერი, ფრანგი მეცნიერი, მაგნეტიზმის პირველი თეორიის ავტორი.

1848 – ალექსანდრე ყაზბეგი, ცნობილი მწერალი, გარდაიცვალა 1893 წელს.

1857 – ვლადიმირ ბეხტერევი, ცნობილი ფსიქონევროლოგი. 1927 წელს სტალინს დაუსვა პარანოიის დიაგნოზი, რასაც ემსხვერპლა კიდეც.

1872 _ ფილიპე გოგიჩაიშვილი, ეკონომისტი, პროფესორი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1873 – იოჰანეს ვილჰელმ იენსენი, დანიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1883 – პაველ ფილონოვი, რუსი მხატვარ-ავანგარდისტი. გარდაიცვალა 1941 წელს.

1902 – ნაზიმ ჰიქმეთი, თურქი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1963 წელს.

1902 – ჩარლზ ლინდბერგი, ამერიკელი მფრინავი, რომელმაც 1927 წელს პირველმა გადაუფრინა დაუშვებლად ატლანტიკას.

გარდაიცვალნენ:

1666 – ანა ავსტრიელი, ფრანგი დედოფალი, ლუდოვიკ XIII-ის ცოლი, რიშელიეს მოწინააღმდეგე. დაიბადა 1601 წელს.

1779 – დევიდ ჰარიკი, ინგლისელი მსახიობი, შექსპირის პიესებში მთავარი როლების ცნობილი შემსრულებელი. დაიბადა 1717 წელს.

1798 – იოჰან კრისტიან კანაბიხი, გერმანელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი. დაიბადა 1731 წელს.

1904 – ფერდინანდ მანლიჰერი, ავსტრიელი მესაჭურვლე, ვაზნებისათვის მჭიდის გამომგონებელი. დაიბადა 1848 წელს.

1974 – ედმუნდ ჩარლზ ბლანდენი, ინგლისელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე. დაიბადა 1896 წელს.

1984 – ჯონ ვაისმიულერი, ამერიკელი მოცურავე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მთავარი როლის შემსრულებელი ფილმ „ტარზანში“. დაიბადა 1904 წელს.

1993 – ოდრი ჰეპბერნი, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი. დაიბადა 1929 წელს.

მოვლენები:

1265 წელი – ვესტმინსტერის სასახლეში გრაფ ლესტერის თაოსნობით შეიკრიბა ინგლისის პირველი პარლამენტი.

1649 წელი – ინგლისის მეფე კარლოს I სიკვდილით დასაჯეს.

1892 წელი – ამერიკის ქალაქ სპრინგფილდში გაიმართა პირველი ოფიციალური კალათბურთის მატჩი სტუდენტებს შორის.

1937 წელი – ფრანკლინ დელანო რუზველტმა მეორედ დადო ამერიკის პრეზიდენტის ფიცი.

1946 წელი – აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა დააარსა ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი — მომავალი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო.

1961 წელი – ჯონ კენედიმ, ამერიკის 35-ე პრეზიდენტმა, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ცნობილი ფრაზა: „იკითხეთ არა ის, რას გააკეთებს ქვეყანა თქვენთვის, არამედ ის, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის“.

1976 წელი – საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეთჩერმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ლა-მანშის სრუტის ქვეშ გვირაბის გაყვანაზე.

1990 წელი – ბაქოში საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრანტები.

1991 წელი – რიგის „ომონმა“ ქალაქის ცენტრში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

1993 წელი – გაიმართა აშშ პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინაუგურაცია.

2000 წელი – ვაშინგტონში გაიმართა აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის ინაუგურაცია.

ღირსსახსოვარი დღე:

აზერბაიჯანი – წამებულთა დღე.

გვინეა – ეროვნული გმირების დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`