უკან


დღის კალენდარი

21 აგვისტო, 2017 07:18
font-size

დღის კალენდარი _ 21 აგვისტო

წლის 233-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 132 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი მამისა ჩვენისა ექვთიმესი — ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარისა (1804). წმ. ემელიანე აღმსარებლისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (813-820); წმიდა მირონ საკვირველმოქმედისა — კრიტელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 350); მოწამეთა: ელეფთერისა და ლეონიდესი; ღირსი გრიგოლ სინაიდელისა (XIV).

მღვდელმთავარი ემელიანე — კვიზიკელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა ლევ სომეხის, ხატთმებრძოლი იმპერატორის ზეობისას. იმპერატორმა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად მასაც მოსთხოვა ხატების უარყოფა. ემელიანემ უარი განაცხადა. მღვდელმთავარი 815 წელს მართლმადიდებლური მრწამსისთვის გადაასახლეს.

მღვდელმთავარი მირონი — კრიტელი ეპისკოპოსი და სასწაულმოქმედი ახალგაზრდობაში მიწათმოქმედი იყო. მოგვიანებით კრეტელებმა ეპისკოპოსად აირჩიეს. ღმერთმა სიკეთით აღსავსე ეპისკოპოსი სასწაულმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მღვდელმთავარი მირონი უფალს დაახლოებით 350 წელს 100 წლის ასაკში წარუდგა.

წმ. მოწამენი ელეფთერი და ლეონიდე ბავშვობაში ცეცხლში დაწვეს ქრისტიანობისთვის.

დაიბადნენ:

1698 _ ჯუზეპე ანტონიო გვარნერი, ვიოლინოს იტალიელი ოსტატი.

1741 _ ჟან ფრანსუა ლაპერუზი, ფრანგი ზღვაოსანი.

1789 _ ოგიუსტენ ლუი კოში, ფრანგი მათემატიკოსი.

1874 _ გიორგი კვინიკაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1936 _ რადიშ თორდია, მხატვარი.

1938 _ რევაზ ხარებავა _ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1947 _ ეტორე ბუგატი, იტალიელი მანქანათმშენებელი.

1980 _ ჯო დასენი, ფრანგი მომღერალი.

1997 — იური ნიკულინი, რუსეთის ცირკისა და კინოს მსახიობი.

მოვლენები:

1888 — გამოიგონეს გამომთვლელი მანქანა.

1911 — ლუვრიდან ლეონარდო და ვინჩის შედევრი „ჯოკონდა“ მოიპარეს.

1937 _ საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაფორმდა.

1944 _ დუმბარტონ_ოკსში აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ინგლისის წარმომადგენლებმა უშიშროების საერთაშორისო ორგანიზაციიის კონფერენცია გამართეს.

1945 _ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაასრულა.

1959 — ჰავაი აშშ-ს 50-ე შტატი გახდა.

1965 _ რუმინეთმა კონსტიტუცია მიიღო.

1981 _ მეცნიერებმა პირველად განაცხადეს დედამიწაზე გლობალური დათბობის საფრთხის შესახებ.

1991 _ ლატვიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ჰავაი – ცნობის დღე

იუკონის პროვინცია (კანადა) _ აღმოჩენის დღე.