უკან

დღის კალენდარი

21 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 21 ნოემბერი

წლის 325-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 40 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის, დიმის, ერკეთის, გრემის, შუამთის მთავარანგელოზის ეკლესიის დღესასწაული.

დღესასწაული მთავარანგელოზ გაბრიელისა და სხვა უხორცო ზეციურ ძალთა კრებისა IV საუკუნეში დაწესდა ლაოდიკიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გაიმართა I მსოფლიო საეკლესიო კრებამდე. ლაოდიკიის კრებამ თავისი 35-ე განწესებით დაგმო და უარჰყო მწვალებლური თაყვანისცემა ანგელოზებისა, როგორც სამყაროს შემოქმედთა და განმგებელთა, და დაამკვიდრა მათი მართლმადიდებელი თაყვანება. დღესასწაული აღესრულება ნოემბერში _ მეცხრე თვეს მარტიდან, რომლიდანაც ძველად ახალი წელი იწყებოდა, _ ანგელოზთა ცხრა წოდებისდა შესაბამისად, ხოლო მერვე დღე თვისა აღნიშნავს მომავალ კრებას ზეციური ძალებისა ღვთის საშინელი სამსჯავროს დღეს, რომელსაც წმიდა მამები „მერვე დღეს“ უწოდებენ, რამეთუ იმ საუკუნეთა გასულს, დღეთა შვიდეულებით რომ განვლიან, დადგება „დღე მერვე“, და მაშინ მოვიდეს „ძე კაცისაი დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთარს“.

დაიბადნენ:

1694 – ვოლტერი, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოს-განმანათლებელი, გარდაიცვალა 1778 წელს.

1818 – ლუის ჰენრი მორგანი, ამერიკელი მეცნიერი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი და ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1881 წელს.

1826 – კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი, სვანეთის უკანასკნელი მთავარი. გარდაიცვალა 1857 წელს.

1830 – ფრანც იოზეფ I, ავსტრიის იმპერატორი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1852 – ბესარიონ ნიჟარაძე, საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, გარდაიცვალა 1919 წელს.

1862 – გიგო გაბაშვილი, ფერმწერი, გარდაიცვალა 1936 წელს.

1924 – ედიშერ ყიფიანი, მწერალი, გარდაიცვალა 1972 წელს.

1910 – ავთანდილ იოსელიანი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1938 – იზა ორჯონიკიძე, პოეტი. Gგარდაიცვალა 2010 წელს.

გარდაიცვალნენ:

1572 – ანჯელო ბრონზინო, იტალიელი ფერმწერი, ფლორენციული მანიერიზმის წარმომადგენელი.

1870 – კარელ იარომირ ერბენი, ჩეხი პოეტი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი.

1875 – ფრიდრიხ ალბერტ ლანგე, გერმანელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი.

1928 – ჰერმან ზუდერმანი, გერმანელი მწერალი.

1937 – მელიტონ ბალანჩივაძე, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი.

მოვლენები:

1386 _ თემურლენგმა თბილისი აიღო.

1871 წელი – ტომას ედისონმა გამოიგონა ფონოგრაფი.

1929 წელი – ესპანელმა მხატვარმა სალვადორ დალიმ მოაწყო თავისი პირველი გამოფენა.

1977 წელი – განხორციელდა ზებგერითი თვითმფრინავის `კონკორდის~ პირველი გაფრენა ლონდონიდან ნიუ-იორკში.

1994 წელი – ლას ვეგასში, ერთ-ერთი სასტუმროში ხანძრის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტელევიზიის მსოფლიო დღე.

მისალმების მსოფლიო დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`