უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 ოქტომბერი, 2019 07:41
font-size

დღის კალენდარი - 21 ოქტომბერი

წლის 29-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 71 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი პელაგიასი (457); ღირსი თაისიასი (IV); მართალი პელაგია ქალწულისა (303).

დაიბადნენ:

1833 – ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, შვედი გამომგონებელი, მრეწველი, მისივე სახელობის პრემიების დამაარსებელი.

1868 – ალექსანდრე შატილოვი, ცნობილი ექიმ-ოფთალმოლოგი, პროფესორი, გარდაიცვალა 1949 წელს.

1904 – გიორგი წერეთელი, გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1919 – იოსიფ კადლეცი, ჩეხი მწერალი.

1945 – ნიკიტა მიხალკოვი, რუსი მსახიობი და კინორეჟისორი.

1949 – ბინიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

გარდაიცვალნენ:

1602 _ დავით I, კახეთის მეფე 1601-1602 წლებში.

1805 – ჰორაციო ნელსონი, დიდი ბრიტანეთის ფლოტის სარდალი.

1845 – ნიკოლოზ ბარათაშვილი, გამოჩენილი პოეტი.

1969 – ჯეკ კერუაკი, ამერიკელი მწერალი.

1984 – ფრანსუა ტრიუფო, ფრანგი კინორეჟისორი და მსახიობი.

1992 – ჯიმ ჰარისონი, ამერიკელი იურისტი, პრეზიდენტ კენედის მკვლელობის გამომძიებელი.

მოვლენები:

2137 ჩვ.წ.აღ-მდე – ჩინეთში პირველად აღწერეს მზის სრული დაბნელება.

1492 წელი – ქრისტეფორ კოლუმბმა ამერიკის კონტინგენტი აღმოაჩინა.

1520 წელი – ფერნან მაგელანმა აღმოაჩინა სრუტე ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს შორის, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა.

1879 წელი – ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა გამოცადა თავისი პირველი ნათურა.

1923 წელი – გერმანიის ქალაქ მიუნჰენის მუზეუმში გაიხსნა პირველი პლანეტარიუმი.

1945 წელი – საფრანგეთში ქალებს პირველად მიეცათ ხმის მიცემის უფლება.

ღირსსახსოვარი დღეები:

დიდი ბრიტანეთი – ტრაფალგართან გამარჯვების დღე.

ლაოსი – სავსე მთვარის დღე.