უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 თებერვალი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 22 თებერვალი

წლის 53-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 312 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ნიკიფორესი ასურეთის ანტიოქიიდან (დაახლ. 257); მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელი ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელი ეპისკოპოსისა და პანკრატი (ბაგრატი) ტავრომენიელ ეპისკოპოსისა; მღვდელმოწამისა პეტრე დამასკელისა (775).

წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ქალაქ ანტიოქიაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს მან მხნედ აღიარა თავი ქრისტიანად, რისთვისაც გამგებლის ბრძანებით წმიდანი შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა ნიკიფორემ მოწამებრივი გვირგვინი მიიღო.

წმიდა მღვდელმოწამენი: მარკელე, ფილაგრე და პანკრატი წმიდა მოციქულ პეტრეს მოწაფენი იყვნენ, რომელმაც მათ ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდა მარკელე სიცილიის ეპისკოპოსად აკურთხეს, წმიდა ფილაგრე — კვიპროსისა, ხოლო წმიდა პანკრატი — ტავრომენიისა. წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების გავრცელებისთვის მათ მოწამებრივი აღსასრული მიიღეს.

დაიბადნენ:

1403 – კარლ VII, საფრანგეთის მეფე. გარდაიცვალა 1461 წელს.

1732 – ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის პირველი პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1799 წელს.

1788 – არტურ შოპენჰაუერი, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1860 წელს.

1810 _ ფრედერიკ შოპენი, პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი. გარდაიცვალა 1849 წელს.

1930 — ნოდარ ცინცაძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1973 – შოთა არველაძე, ფეხბურთელი.

1973 – არჩილ არველაძე, ფეხბურთელი.

გარდაიცვალნენ:

1512 – ამერიგო ვესპუჩი, იტალიელი ზღვაოსანი. კოლუმბის აღმოჩენილ კონტინენტს მის საპატივსაცემოდ ამერიკა დაარქვეს.

1903 – გუგო ვოლფი, ავსტრიელი კომპოზიტორი.

1942 – შტეფან ცვაიგი, ცნობილი ავსტრიელი მწერალი.

1949 – ფელიქს ერელი, კანადელი მიკრობიოლოგი.

1980 – ოსკარ კოკოშკა, ავსტრიელი მხატვარი და დრამატურგი.

1995 – ემანუელ რობლესი, ფრანგი მწერალი.

მოვლენები:

1819 – აშშ-მ ესპანეთისაგან ფლორიდა იყიდა.

1825 – რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაადგინეს ალასკასა და კანადას შორის საზღვარი.

1828 – დაიდო თურქმენჩაის ზავი, რითაც დასრულდა რუსეთ-ირანის 1826_1828 წლების ომი.

1848 – საფრანგეთში დაიწყო თებერვლის რევოლუცია.

1871 – მოსკოვში პირველად შესრულდა ჩაიკოვსკის IV სიმფონია.

1958 – ხელი მოეწერა შეთანხმებას ინგლისის ტერიტორიაზე ამერიკული სარაკეტო იარაღის განლაგების შესახებ.

1967 – ალექსანდრ სოლჟენიცინმა დაასრულა თავისი ცნობილი ნაწარმოები `არქიპელაგი გულაგი“.

1990 – ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა „დანაშაულის მსხვერპლთა ქარტია“. მას შემდგომ ეს დღე აღინიშნება დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე