უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 აგვისტო, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 23 აგვისტო

წლის 226-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 140 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოწამე მთავარდიაკონისა ლავრენტისა, სიქსტე პაპისა, ფელიქსიმე და აღაპიტე დიაკონთა, რომანოზისა — რომაელთა (258).

წმიდანები ევნენ 258 წელს იმპერატორ ვალერიანეს დროს. ათენელი სიქსტე ესპანეთში ქადაგებდა და ბოლოს წმიდა პაპ სტეფანეს მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე იგი შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. მთავარდიაკონმა ლავრენტიმ სიქსტეს სთხოვა, ყველაფერი გაეყიდა და უფლის გზას გაყოლოდა. წმიდანმა შეასრულა ეს თხოვნა და იმპერატორის ბრძანებით ისიც დილეგში ჩააგდეს. მალე მათ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა ლავრენტის ცხედარი პატივით დაკრძალეს 258 წლის 23 აგვისტოს.

დაიბადნენ:

1754 – ლუი XVI, საფრანგეთის მეფე. 1793 წელს სიკვდილით დასაჯეს.

1769 – ჯორჯ კიუვიე, ფრანგი ზოოლოგი.

1887– სანდრო ინაშვილი, ცნობილი მომღერალი.

1925 _ სულხან ცინცაძე, კომპოზიტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1987 წელს.

გარდაიცვალნენ:

1806 – შარლ ოგიუსტენ კულონი, აღმოაჩინა ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი.

1943 – იოჰან ზილცერი, გერმანელი კომპოზიტორი.

1958 – როჟე მარტენ დიუ გარი, ფრანგი მწერალი.

1982 – სტენფორდ მური, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

476 – დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა.

1821– მექსიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1839 – ბრიტანეთმა დაიპყრო ჰონკონგი.

1905 – დაიდო პორტსმუტის სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და იაპონიას შორის.

1914– იაპონიამ ომი გამოუცხადა გერმანიას.

1939 – სსრკ-მა და ფაშისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერეს პაქტს თავდაუსხმელობის შესახებ.

1948 – შეიქმნა მსოფლიო ეკლესიათა სათათბირო (44 ქვეყნის 147 ეკლესია).

1962 – ნაჩვენები იქნა პირველი პირდაპირი სატელევიზიო პროგრამა „ევროპა —აშშ“.

1990 – სომხეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1990 – აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია გაერთიანდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

უნგრეთი — 1956 წლის მოვლენების ხსოვნის დღე.

რუმინეთი — ფაშიზმისგან გათავისუფლების ეროვნული დღე.

საბჭოთა ჯარების მიერ კურსკის ბრძოლაში გერმანული ჯარების განადგურების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს