უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 თებერვალი, 2019 11:08
font-size

დღის კალენდარი _ 23 თებერვალი

წლის 54-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 311 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა იოანე ჭიმჭიმელისა, ფილოსოფოსისა (XIII); მღვდელმოწამისა ხარლამპი სასწაულთმოქმედისა და მისთანა მოწამეთა; პორფირისა, ბაპტოსისა და სამთა დედათა (202) ქალწულმოწამეთა: ენათასი, ვალენტინასი და პავლასი (308); ღირსისა ზენონ მალემსრბოლისა, კესარია-კაპადოკიელისა (V); ანასტასი იერუსალიმელი პატრიარქისა (VIII).

წმიდა მღვდელმოწამე ხარლამპი, ეპისკოპოსი მანგეზიისა, მოწამეები: პორფირე და ბაპტოსი და სამი მოწამე დედა ევნენ ქრისტეს სახელისათვის 202 წელს.

წმიდა მოწამე ქალწულნი: ენათა, ვალენტინა და პავლა 308 წელს ევნენ ქრისტესთვის, იმპერატორ მაქსიმიანე II გალერიოსის დროს. წმიდა ენათა წარმოშობით ქალაქ ღაზიდან იყო, წმიდა ვალენტინა – პალესტინისავე კესარიიდან, ხოლო წმიდა პავლა – ამავე ქალაქის გარეუბნიდან.

პირველად განსასჯელად წმიდა ენათა მიიყვანეს განმგებელ ფირმილიანესთან, რომლის წინაშეც მან უშიშრად აღიარა თავი ქრისტიანად. ამისათვის წმიდანი სასტიკად აწამეს.

წმიდა ვალენტინას წარმართულ ღვთაებათა უპატივცემულობაში დასდეს ბრალი და საკერპე ბომონში მიიყვანეს, რათა აეძულებინათ მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის, მაგრამ ქრისტიანმა ქალწულმა ქვა ესროლა სამსხვერპლოს და ზურგი შეაქცია მასზე აღგზნებულ ცეცხლს. ამისთვის იგი უწყალოდ ჰგვემეს და შემდეგ, წმიდა ენათასთან ერთად მასაც მახვილით მოკვდინება გადაუწყვიტეს.

მათს შემდეგ წმიდა პავლაც მიიყვანეს განსასჯელად და მრავალ სატანჯველთ სწიეს. წმიდა ქალწულებმა მოწამებრივი აღსასრული მიიღეს.

დაიბადნენ:

1685 – გეორგ ჰენდელი, გერმანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1759 წელს.

1868 – უილიამ დიუბუა, ამერიკელი ისტორიკოსი, მწერალი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1873 – დიმიტრი არაყიშვილი, კომპოზიტორი, ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1883 – ვიქტორ ფლემინგი, ამერიკელი კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1949 წელს.

1924 – ალან კორმაკი, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1928 – გურამ გველესიანი, ქართველი ქიმიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი.

1940 – პიტერ ფონდა, ამერიკელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1671 – ადამ ოლეარიუსი, გერმანელი მწერალი, დიპლომატი, მთარგმნელი.

1821 – ჯონ კიტსი, ცნობილი ინგლისელი პოეტი.

1848 – ჯონ ადამსი, აშშ-ს მე-6 პრეზიდენტი.

1945 – ალექსეი ტოლსტოი, ცნობილი რუსი მწერალი.

1976 – ლორენს ლორი, ინგლისელი მხატვარი.

მოვლენები:

1887– მიწისძვრა, რომელმაც მოიცვა საფრანგეთისა და იტალიის რივერა, შეიწირა 2000 ადამიანის სიცოცხლე. ბიძგები იგრძნობოდა ჩრდილოეთით – შვეიცარიაშიც. ამ მიწისძვრის ტალღამ, რომელიც 800 კმ/ს სიჩქარით ვრცელდებოდა, აშშ-ს ნაპირებამდეც მიაღწია.

1918 –შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი _ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ამიერკავკასიაში.

1984 – ბრუნეიმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბელორუსი – სამშობლოსა და შეიარაღებული ძალების დამცველთა დღე.

ჩეჩნეთ-ინგუშეთი — სახალხო გლოვის დღე.

ბრუნეი – დამოუკიდებლობის დღე.

გაიანა – რესპუბლიკის დღე.