უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

24 მაისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 24 მაისი

წლის 135-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 221 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულთა სწორისა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV)
ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1771); მღვდელმოწამისა მოკიოსისა (დაახ. 295); მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა განმანათლებელთა; წმ. ნიკოდიმოსისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1325).

დაიბადნენ:

827 _ წმიდა კირილე (კონსტანტინე), სლავური დამწერლობის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 869 წელს.

1686 _ გაბრიელ ფარენგეიტი, გერმანელი ფიზიკოსი, რომელმაც გამოიგონა სპირტისა და ვერცხლისწყლის თერმომეტრები. გარდაიცვალა 1736 წელს.

1743 _ ჟან პოლ მარატი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე. მოკლეს 1793 წელს.

1802 _ ალექსანდრე ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულების თავკაცი. გარდაიცვალა 1869 წელს.

1819 _ ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი. გარდაიცვალა 1901 წელს.

1888 _ ჯოვანი სანსონე, იტალიელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1979 წელს.

1920 _ თეიმურაზ ლოლაძე, ინჟინერ-მექანიკოსი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 2000 წელს.

გარდაიცვალნენ:

1543 _ ნიკოლაი კოპერნიკი, პოლონელი ასტრონომი.

1614 _ ალავერდი-ხან უნდილაძე, ირანის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ირანის ჯარების პირველი ყულარაღასი, გამაჰმადიანებული ქართველი.

1933 _ ვიქტორ დოლიძე, კომპოზიტორი.

1959 _ ჯონ ფოსტერ დალესი, ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 1953-1959 წლებში.

მოვლენები:

1571 წელი _ ყირიმის ხანმა დევლეთ გირეიმ დაიპყრო მოსკოვი და მთლიანად გადაბუგა.

1941 წელი _ გერმანულმა სახაზო ხომალდმა `ბისმარკმა” ერთი ზალპით ჩაძირა ბრიტანული ფლოტის ფლაგმანი, სახაზო ხომალდი `ჰუდი”.

ღირსსახსოვარი დღეები:

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე.

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან