უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 25 იანვარი

წლის მე-25 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 340 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამის ტატიანასი და მასთან ერთად რომში ვნებულ ქრისტიანთა, მღვდელმთავარ საბასი, სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსისა; წმიდა მოწამეთა: მერტისა და პეტრე აბესალომიტისა; ღირსი დედის ევპრაქსია ტაბენისელისა. ღირსისდა ელია მეუდაბნოისა (IV), მღვდელმოწამისა ტიგრი ხუცისა და მოწამისა ევტროპი წიგნისმკითხველისა (395-408), 8-თა მოწამეთა ნიკეელთა, დღესასწაული ხატთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისათა, წმინდისა ეალიონოს რომაელისა.

წმიდა მოწამე ტატიანა დაიბადა წარჩინებულ რომაელთა ოჯახში, სადაც ღმრთისა და ეკლესიის ერთგულად ზრდიდნენ. სრულწლოვანებას მიღწეული ტატიანა ქალდიაკვნად დაადგინეს. როცა რომის იმპერიის განმგებელი 16 წლის ალექსანდრე სევერი გახდა, მთელი ძალაუფლება ხელთ იგდო ქრისტიანების უბოროტესმა მტერმა და მდევნელმა ულპიანემ, რომელმაც უამრავი მორწმუნის სისხლი დაღვარა. იმ ძნელბედობის ჟამს ქალდიაკვანი ტატიანაც შეიპყრეს. მას აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირა კერპისათვის, წმინდანმა ილოცა და ანაზდად დიდი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ტაძრის ის ნაწილი დაანგრია, სადაც კერპთმზორავი ქურუმნი და მრავალი წარმართნი იდგნენ. მაშინ გაცოფებულმა წარმართებმა ცემა დაუწყეს წმიდა ქალწულს და თვალებიც დასთხარეს, მაგრამ იგი მხნედ იტანდა ყოველივეს, ხოლო შემდეგ ქალწულმოწამეს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მღვდელმთავარი საბა ადრეული სიყრმიდანვე გულმოდგინედ დადიოდა საეკლესიო მსახურებაზე და განსაკუთრებული სიყვარულით იყო განმსჭვალული ბერებისადმი. 17 წლის ასაკში მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ათონის მთაზე პანტელეიმონის სახელობის მონასტერში წავიდა, ხოლო 1219 წელს, ნიკეაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, მსოფლიო პატრიარქმა გერმანემ არქიმანდრიტი საბა მთელი სერბიის მთავარეპისკოპოსად აკურთხა.

მან ფეხით მოვლო პალესტინა, სირია და სპარსეთი, ბაბილონი, ეგვიპტე და ანატოლია, და ყველგან თაყვანს სცემდა წმიდა ადგილებს. იგი მშვიდობით აღესრულა ბულგარეთის ქალაქ ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასან მეფის სახლში. მღვდელმთავარ საბას წმიდა ნაწილები ბულგარეთიდნ სამშობლოში გადაასვენეს, სადაც წმიდა საბას პატიოსანი ნაწილები მილეშევოს ეკლესიაში დაასვენეს. იქ მისული მრავალი ადამიანი სასწაულებრივ კურნებას ღებულობდა.

დაიბადნენ:

1627 – რობერტ ბოილი, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. 1662 წელს რ.ტოუნლეისთან ერთად დაადგინა ჰაერის ერთი და იმავე მასისათვის მოცულობის დამოკიდებულება წნევისაგან უცვლელი ტემპერატურის პირობებში. გარდაიცვალა 1691 წელს.

1736 – ჯოზეფ ლუი ლაგრანჟი, ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. გარდაიცვალა 1813 წელს.

1759 – რობერტ ბერნსი, შოტლანდიელი პოეტი. გარდაიცვალა 1796 წელს.

1784 _ მიხეილ ბარათაშვილი, ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1856 წელს.

1861 – ნიკოლოზ ზალინსკი, ცნობილი რუსი ქიმიკოსი. გარდაიცვალა 1953 წელს.

1874 – უილიამ მოემი, ინგლისელი პროზაიკოსი, დრამატურგი, ნოველისტი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1894 – მიხეილ ჭიაურელი, სახალხო არტისტი, კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1896 – გრიგოლ ინაიშვილი, მომღერალი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1900 _ მიხა ხელაშვილი. პოეტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთაგანი. გარდაიცვალა 1925 წელს.

1917 _ ქეთრინ ვივიანი, ინგლისელი მწერალი, ქართველოლოგი,. თარგმნა `ვეფხისტყაოსანი~, სულხან-საბა ორბელიანის `წიგნი სიბრძნე-სიცრიუსა~.

1928 – ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. გარდაიცვალა 2014 წელს.

1929 – ნოდარ ბერიკაშვილი, მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

გარდაიცვალნენ:

1908 – მიხაილ ჩიგორინი, ცნობილი რუსი მოჭადრაკე.

1951 – სერგეი ვავილოვი, ფიზიკოსი.

1960 – ბენო გუტენბერგი, ამერიკელი გეოფიზიკოსი. დედამიწის სეისმურ ტალღათსატარს ეწოდა გუტენბერგის ფენა.

1990 – ავა გარდნერი, ამერიკელი კინომსახიობი.

მოვლენები:

1912 – ექსპედიცია მკვლევარ როალდ ამუნდსენის ხელმძღვანელობით წარმატებით
დაბრუნდა თავიანთ ბაზაში სამხრეთ პოლუსიდან.

1915 – ალექსანდრე ბელმა პირველად მოახდინა ტელეფონის დემონსტრირება, რომლითაც ნიუ-იორკი სან-ფრანცისკოს დაუკავშირა.

1919 – პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ წარმოადგინა ერთა ლიგის შექმნის პრინციპები.

1981 – პეკინში, მიმდინარე სასამართლო პროცესზე სახელმწიფოს ღალატში დამნაშავეებად ცნეს
`ოთხთა ბანდის” წევრები.

1995 – მოსკოვში, ლენინგრადის პროსპექტზე, განხორციელდა თავდასხმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, 28 წლის გენერალ გიორგი ყარყარაშვილზე და მის მოადგილეზე, 36 წლის გენერალ პაატა დათუაშვილზე.

2004 _ გაიმართა საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`