უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

27 აგვისტო, 2024 08:38
font-size

დღის კალენდარი _ 27 აგვისტო

წლის 239- დღეახალ წლამდე დარჩა 126 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მარიამობის მარხვა

წინადღესასწაული მიძინებისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა (XX); წინასწარმეტყველისა მიქაესი, 12-თაგანისა (VIII . ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 389).

ხსენება წმიდა წინასწარმეტყველი მიქეასი _ მცირე წინასწარმეტყველთაგანისა. წმიდანი მეექვსეა 12 მცირე წინასწარმეტყველთა შორის. იგი იუდას ტომის შვილი იყო. მიქეა იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ქალაქ მორასფიში დაიბადა, რის გამოც მორასფელს უწოდებდნენ. წმიდანი წინასწარმეტყველურ მოღვაწეობას ქრისტეს შობამდე, 778 წელს შეუდგა. მან იწინასწარმეტყველა ისრაელის სამეფოს ნგრევა და ის ავბედობანი, რაც იუდეაზე ასურეთის მეფის სინაქერიმის შემოსევას მოჰყვებოდა. მასვე ეკუთვნის მსოფლიოს გადამრჩენისმაცხოვრის დაბადების წინასწარმეტყველებაც. მისი წმიდა ნაწილები ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში ელეფთეროპოლის ეპისკოპოსის ზებინის გამოცხადების შედეგად აღმოაჩინეს ბარათსატიაში.

ხსენება მღვდელმოწამე მარკელისა, აპამიელი ეპისკოპოსისა. დაიბადა კუნძულ კიპროსზე. მან კარგი განათლება მიიღო. ყველას აცვიფრებდა მისი სისპეტაკე, მოკრძალება, თავმდაბლობა, გულკეთილობა და ოქროპირობა. 375 წელს მან დატოვა ცოლ-შვილი და სირიაში მეუდაბნოე ბერის ცხოვრება იწყო. მღვდელმთავარი წარმართობის წინააღმდეგ დაუცხრომლად იბრძოდა. წარმართებმა 389 წელს წმიდანი შეიპყრეს და ცეცხლში ჩააგდეს.

დაიბადნენ:

ძვ. წ. 551 – კონფუცი (ჯუნ ფუ-ძი), ჩინელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პედაგოგი, კონფუციანელობის ფუძემდებელი.

1770 – გეორგ ჰეგელი, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1831 წელს.

1809 – ჰანიბალ ჰამლინი, აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი.

1856 – ივანე ფრანკო, უკრაინელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1865 – ჩარლზ დეიბსი, აშშ-ს 30-ე პრეზიდენტი.

1871 – თეოდორ დრაიზერი, ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

1884 – ვინსენტ ორიოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი.

1897 – მოსე გოგიბერიძე, ფილოსოფოსი, პედაგოგი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1949 წელს.

1900 – შალვა თაქთაქიშვილი, კომპოზიტორი.

1903 – ნიკოლოზ გაბაშვილი, მეცნიერი ელექტროტექნიკური და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში, პროფესორი.

1908 – ლინდონ ჯონსონი, აშშ-ს 36-ე პრეზიდენტი.

1910 – დედა ტერეზა, რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი.

1941 – ჯარჯი ბალანჩივაძე, პიანისტი და დირიჟორი.

გარდაიცვალნენ:

1522 – ჯოვანი ამადეო, იტალიელი მოქანდაკე, არქიტექტორი.

1576 – ტიციან ვეჩელიო, იტალიელი მხატვარი.

1635 – ლოპე დე ვეგა, ესპანელი დრამატურგი.

1950 – ჩეზარე პარესე, იტალიელი მწერალი.

1963 - გურამ თიკანაძე, ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი (დ. 1932)

1964 – ვიქტორ გაბესკირია, პოეტი და დრამატურგი.

მოვლენები:

1666 წელი – დაამტკიცეს წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციის გეგმა.

1789 წელი – საფრანგეთის ნაციონალურმა ასამბლეამ გამოაქვეყნა „ადამიანის უფლებების დეკლარაცია“.

1813 წელი – დრეზდენის ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრიელები.

1828 წელი – ურუგვაიმ დამოუკიდებლობა მიიღო.

1859 წელი – ედვინ დრეიკმა გაბურღა პირველი ნავთობის ჭაბურღილი ამერიკაში (პენსილვანია).

1915 წელი – გერმანია-ავსტრიის ჯარებმა დაიკავეს პოლონეთის სამეფოს ტერიტორია.

1916 წელი – რუმინეთი შეუერთდა მოკავშირე სახელმწიფოებს და ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა.

1945 წელი – ამერიკის ჯარები გადასხდნენ იაპონიაში მისი კაპიტულაციის შემდეგ.

1955 წელი – გამოვიდა პირველი 198-გვერდიანი გინესის რეკორდების წიგნი.

1962 წელი – ამერიკელებმა პლანეტა ვენერაზე გაუშვეს „არინერ-2“.

1991 წელი – მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

1992 წელი – აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთ ერაყის ტერიტორიის ნაწილი ერაყის თვითმფრინავებისათვის აკრძალულ ზონად გამოაცხადეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

მოლდოვა – დამოუკიდებლობის დღე.

ჰონკონგი — გათავისუფლების დღე.